2020-05-27
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გამართული მორიგი დისტანციური შეხვედრის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, სურსათის მარაგებისა და ფასების მონიტორინგის შტაბის უფროსი და საოპერაციო შტაბის წევრი თენგიზ კალანდაძე ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე უძღვებოდა, განხილული მთავარი თემები იყო საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გადაადგილებასთან დაკავშირებულ შეზღუდვები, სპეციალური საშვები და გამონაკლისები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს პასუხები ისეთი აქტუალური საკითხების შესახებ, როგორებიცაა გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები; ჩაკეტილ ქალაქებში გადაადგილება; საშვების გაცემის პროცედურები; კომენდანტის საათში გადაადგილების დაშვების უფლება; საქალაქთაშორისო მიმოსვლა; ინფორმაცია მთავრობის მიერ ახლო მომავალში შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით.
„საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა დისტანციური შეხვედრების მსგავსი მოდელი ბიზნეს სექტორისთვის, რადგან მათ სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენელს შეხვდნენ, დაუსვან ნებისმიერი თემატური შეკითხვა და მიიღონ კომპეტენტური პასუხები. ვინაიდან დიდია დაინტერესება და გამოხმაურება აღნიშნული პროექტის მიმართ, უახლოეს დღეებში დავაანონსებთ შემდეგ შეხვედრებს, ასევე ბიზნესის აქტუალურ საჭიროებებზე მორგებულ დისტანციურ ტრენინგებს. აქვე მადლიერებას გამოვხატავთ სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც მზად არიან მონაწილეობა მიიღონ შეხვედრებში და უპასუხონ ბიზნესის შეკითხვებს,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ მსგავსი ტიპის ღონისძება უკვე გამართა ზოგადად არსებული რეგულაციების და შრომითი ურთიერთობების საკითხებზე. შეხვედრებში ათეულობით კომპანია იღებს მონაწილეობას.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...