2022-04-12
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზიდან ბიზნეს სექტორი უკრაინის მეწარმეთა და ინდუსტრიალისტთა ლიგის პრეზიდენტთან ანატოლი კინახთან ონლაინ ფორმატში შეხვედრას გამართეს.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველო-უკრაინის ბიზნეს წრეებს შორის კომუნიკაციის გაძლიერება და არსებული ვითარების გათვალისწინებით შესაძლო სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივების განხილვა.
„ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს უკრაინის მეწარმეთა და ინდუსტრიალისტთა ლიგასთან, საქართველო-უკრაინას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მიზნით და წლების განმავლობაში არაერთი აქტივობა აქვს განხორცილებული. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება რუსეთის რესპუბლიკის მხრიდან სამხედრო აგრესიას, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა და მჭიდრო კონტაქტი, ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან,” - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი და საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაიმართა.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...