2022-12-06
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში საქმიანი ვიზიტით ყიგიზეთის დელეგაცია იმყოფებოდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობების გაღმავებისა და ერთობლივი საქმიან ურთიერთობების განვითარების შესახებ მსჯელობა.
2021-2022 წლებში GIZ ყირგიზეთის ოფისი ახორციელებს პროექტს „ყირგიზეთის შრომისა და სოციალური განვითარების სამინისტროს 2021-2025 წლების მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შემუშავების ფარგლებში, საქართველოში დასაქმების ხელშეწყობის სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარება და განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის გაცვლა“.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, ყირგიზეთიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომლის მიზანია, იმ პროგრამებისა და რეფორმების გაცნობა, რომლებიც მიმართულია ჩვენს ქვეყანაში სავაჭრო და საინვესტიციო, მოსახელობის დასაქმების, შრომის ბაზრისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის გაუმჯობესებისკენ.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვია 13 პირისაგან შემდგარი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში წარმოდგენილი არიან, როგორც ყირგიზეთის სამთავრობო სტრუქტურების (შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, განათლების მინისტრის მოადგილე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე), ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...