2023-03-28
28 მარტს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფესიული უნარების სააგენტოს ერთობლივი ღონისძიება „პარტნიორობა უნარების განვითარებისთვის” გაიმართა.
მოგეხსენებათ, პროფესიული განათლება საქართველოში მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, როგორებიცაა საგანმანათლებლო პროგრამების შეუსაბამობა შრომის ბაზარზე ამჟამად არსებულ და სამომავლო მოთხოვნებთან, პროფესიული განათლების სფეროში პედაგოგების მომზადების, კერძო სექტორის ჩართულობის არასაკმარისი დონე და სხვ.
არსებული სიტუაცია განაპირობებს პროფესიული განათლების ნაკლებ მიმზიდველობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რაც თავის მხრივ ბიზნეს სექტორის, დიდწილად კი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას უშლის ხელს.
აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრის ფარგლებში უნარების სააგენტოს მხრიდან მომზადდა პრეზენტაცია შემდეგ საკითხებზე:
· სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება და მისი ფორმები;
· პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამები.
შედეგად, ბიზნეს სექტორმა მიიღო ინფორმაციას, თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს პროფესიული სააგენტო და დამსაქმებელთა ასოციაცია მათთვის საჭირო კვალიფიკაციის მქონე კადრების დეფიციტის პრობლემის აღმოსაფხვრელად.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა.
შეხვედრას დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...