2023-05-08
4-5 მაისს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომში“ გაიმართა ტრენინგი თემაზე - ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო პრაქტიკით.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა დამსაქმებელთა და მათი წარმომადგენლების ცნობადობის ზრდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) #190-ე კონვენციის (ძალადობა და შევიწროება სამუშაო ადგილზე) პრაქტიკული აღსრულებისა და ბიზნეს-პრაქტიკის შესახებ. სამუშაო ადგილზე ძალადობისა და შევიწროების პრევენცია არამხოლოდ მორალური ასპექტია, არამედ, იგი წარმოადგენს მშვიდობის, დაცულობის, სტაბილურობის, ჯანმრთელობისა და სხვ...საკითხების ერთობლიობასაც. შესაბამისად, წინამდებარე კურსმა გაზრდა ასოციაციის/GEA-ს წევრთა ტექნიკური ცოდნა და შესაძლებლობა, დაინახონ თავიანთი როლი უსაფრთხო და ძალადობისა და შევიწროებისაგან დაცული სამუშაო ადგილის მოწყობასა და წახალისებაში.
ტრენინგს უძღვებოდნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ მოწვეული ექსპერტები ძალადობის, შევიწროებისა და დისკრიმინაციის მიმართულებით.
2019 წელს, შრომის საერთაშორისო ყოველწლიურ კონფერენციაზე (ILC) მიღებულ იქნა #190-ე კონვენცია ძალადობისა და შევიწორების შესახებ შესაბამისი თანმდევი 206-ე რეკომენდაციით. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში ბევრმა ქვეყანამ მოახდინა აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება, რაც თავისთავად მოიაზრებს დამსაქმებელთა მთელ რიგ საკანონმდებლო ვალდებულებებს. ბევრმა კომპანიამ შეიმუშავა რიგი მიდგომები აღნიშნული ვალდებულებების საპასუხოდ. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობა, სამმხრივ ფორმატში და შესაბამის სამუშაო ჯგუფში გეგმავს კონვენციის რატიფიცირებისთვის აქტიურ მუშაობას, მოცემული ტრენინგი და მიღებული ცოდნა, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს დამსაქმებელთა მხრიდან მზაობისა და შესაბამის საკანონამდებლო ცვლილებებთან შესაბამისობის მისაღწევად.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სოციალური დიალოგის სამმხრივი კომისიის ფარგლებში აგრძელებს მუშაობას აღნიშნული საკითხების ირგვლივ და წარმოადგენს წევრთა შეჯერებულ პოზიციას კონვენციის (#190) რატიფიცირების პროცესში.
ტრენინგი განხორციელდა ILO/DANIDA-ს პროექტის - “Inclusive Labour Markets for Job Creation in Georgia” მხარდაჭერით.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...