employer.ge logo

რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე

date2023-09-13

დასრულებული


ტრენინგის მიზანი ტრენინგი მიზანს წარმოადგენს საწარმოში/ორგანიზაციაში სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების გამოვლენის, რისკების განსაზღვრის/შეფასების, მათი შემცირების, ან აღმოფხვრისმეთოდებისა და სისტემური მიდგომების შესწავლა. პროგრამა პრაქტიკული გამოყენებისაა და ასეთი სისტემის დანერგვა ნებისმიერ კომპანიას შეუძლია. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების პირობების თანამედროვე სტანდარტების და მიდგომების დანერგვა, საშუალებას იძლევა არა მხოლოდ პერსონალის უსაფრთხოების გარანტიებს, არამედ ხელს უწყობს კომპანიის შემოსავლების ზრდას. სამიზნე აუდიტორია სატრენინგო პროგრამაგანკუთვნილია საწარმოში/ორგანიზაციაში კომპანიის ტექნიკური მენეჯერებისთვის და შრომისა დაჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტებისთვის.    სარგებელი
  • იზრდება შრომის პროდუქტიულობა;
  • იზრდება შრომის მოტივაცია;
  • მცირდება მოცდენები დაგაცდენები;
  • მცირდება ტექნიკური საშუალებებისდაზიანებები და მათ აღდგენაზე დანახარჯები.
ტრენერი: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სერტიფიცირებული ტრენერი ნუგზარ მელაძე. 20 წლიანი გამოცდილება შრომის უსაფრთხოებისა და სახანძრო უსაფრთხოების სფეროებში. რისკების შეფასების ტრენინგის მოდული:
  • რისკების შეფასების შესავალი,
  • რისკების შეფასების აუცილებლობა,
  • საქართველოში ბრძანება №01-15/ნ 2020 წლის 30 იანვარი სამუშაო
  • სივრცეში რისკის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე,
  • რისკების შეფასების მიზნები და ამოცანები,
  • უცხოეთის გამოცდილება,
  • შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის - შრომის უსაფრთხოების
  • სისტემის მართვა 2001,
  • რისკების შეფასების კომიტეტის შექმნა,
  • რისკების შეფასების კომიტეტის მუშაობის პრინციპი,
  • ორგანიზაციული სტრუქტა,
  • პერსონალი - სტრატეგია,
  • აგიტაცია პოპულარიზაცია (პერსონალთან),
  • ინფორმირება და ინფორმაციის მოძიება (პერსონალთან),
  • ღონისძიების ეფექტურობის კრიტერიუმი,
  • ღონისძიებების შესრულების მნიშვნელობა და სირთულეები,
  • ტერმინოლოგიები - (საფრთხე, ალბათობა, შედეგი),
  • რისკი და პროფილაქტიკური ზომები,
  • რისკების შეფასების სამუშაოს სრული პროცესი,
  • საფრთხის გამოვლენა,
  • ალბათობის გამოთვლა,
  • შედეგის სიმძიმე ანუ რისკის სიმძიმე მეთოდოლოგია და განსაზღვრა,
  • მაგალითების განხილვა ფოტო და ვიდეო მასალების დახმარებით,
  • რისკების გამოვლენის და მართვის ეტაპები,
  • რისკების შეფასების ელემენტის პროცენტული გამოთვლის ფორმულა,
  • რისკის შეფასების პროცესი,
  • პრიორიტეტები,
  • დიაგრამების განხილვა,
  • რისკების შეფასება. (დოკუმენტის შედგენა, პრაქტიკული მეცადინეობა.
  • რამოდენიმე შემთხვევის განხილვა,
  • საფრთხის აღმოფხვრის წესები და საფეხურები.
ტრენინგის ხანგრძლივობა 10 საათი ტრენინგის ღირებულება: ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის 250 ლარი(დღგ-ს გარეშე) ასოციაციის არაწევრი კომპანიებისთვის 350 ლარი (დღგ-ს გარეშე) ტრენინგის ჩატარების დრო და ადგილი: 19-20 სექტემბერი, 10:00-15:00 საათი; მისამართი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. #106, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი, მე-3 სართული. ტრენინგზე რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScgiSKG6OzYY6my9orxAGlmo-91OfyQzQxF_-vBoXUn3wgHgA/viewform?pli=1 რეგისტრაციის ბოლო ვადა 18 სექტემბერი, 18:00 სთ.

მსგავსი ღონისძიებები

2021-07-15

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

მიმდინარე

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

კურსის მოკლე აღწერა: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს სთავაზობს პრაქტიკულ კურსს სამშენებლო სამართალში, რომლი...

2021-10-21

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

დასრულებული

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხრიდან დაგეგმილია პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში რომლის მიზანია მსენელებმა: შეისწავლ...

2022-02-08

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

დასრულებული

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით განხორციელდა კვლევა თემაზე: „ხილ-ბოსტნეულის გა...