employer.ge logo

ლიდერობა 4.0 როგორ ვმართოთ დრო, ენერგია & შესაძლებლობები

date2023-10-05

მიმდინარე


მიზანი: ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ლიდერობის განვითარების ახლებურ ხედვას, პიროვნული და პროფესიული დაოსტატების ტექნიკებს, აიმაღლებენ მოტივაციას და პოზიტიურ განწყობას მოსალოდნელი შედეგი: თვითმენეჯმენტის მიდგომების პრაქტიკაში გამოყენება, რესურსების სწორი განაწილება და მიზანზე ფოკუსირებით ეფექტიანობის გაზრდა. ტრენინგის გეგმა                                                                                                                                                      

დრო შინაარსი
11.10.23. 17:00 -20:00
თემა: როგორ ვიპოვოთ და შევინარჩუნოთ მოტივაცია საკუთარ თავში
 
დისკუსია: ნდობა vs შესრულება   თვითდიაგნოსტიკის ტესტი: ლიდერული სტილის შეფასება
12.10.23. 17:00 -20:00 თემა: რატომ არის საჭირო მიზანზე ორიენტირება. დაკვირვების უნარის გამყარება.  
პრაქტიკული მუშაობა: როგორ გადავდივართ მიზნიდან ქმედებაზე   დისკუსია: რა გვეხმარება მოტივაციის ამაღლებაში
13.10.23. 17:00 -20:00 თემა: როგორ ვმართოთ დრო  
რაქტიკული სავარჯიშო: ენერგიის განაწილება და ბალანსის დაცვა რეფლექსია / შეჯამება

ტრენერი:  მაკო ჯაოშვილი - მაკო ჯაოშვილი, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, Ph.D. ასოცირებული პროფესორი, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე რექტორი, კომუნიკაციის სფეროში უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი. მენტორი, დისკუსიების მოდერატორი / ფასილიტატორი. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში დარგის ექსპერტი, ღონისძიების ორგანიზების პროფესიული სტანდარტის, მოდულური პროგრამებისა და „ღონისძიებათა დაგეგმვის“ სახელმძღვანელოს ავტორი, საკონულტაციო მომსახურების 14 წლიანი და ტრენერობის 12 წლიანი გამოცდილებით. სამოტივაციო ჟანრის, ავტობიოგრაფიული შინაარსის წიგნის „ცხოვრება, როგორც პერფორმანსი“ ავტორი (გამოიცა 2022 წელს). პროფესიული გადამზადების კურსები / მასტერკლასები: „გზა იდეიდან შედეგამდე“; „პოზიტიური უარის ძალა“; „თვითმოტივაციის ძალა“ „ეფექტიანი წარდგენის ტექნიკები;“ „შექმენი ლიდერი საკუთარი თავისგან“; „გზა განათლებიდან პროფესიულ დაოსტატებამდე“. ტრენინგის თარიღი: 11, 12, 13 ოქტომბერი, 17:00-20 სთ. ტრენინგის ჩატარების ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. #106, მე-3 სართული, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი. ტრენინგის ღირებულება:

  • საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის 250 ლარი დღგ-ს გარეშე
  • არაწევრი კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის 350 ლარი დღგ-ს გარეშე.

ტრენინგის დასასრულს გაიცემა GEA-ს სერტიფიკატები! ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 10 ოქტომბერი, 18:00 სთ. სარეგიტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScd3XZ2LXbnGwOMbXq8swnEC-6AbtYsQnKR6Usp-mWTdjfaaA/viewform საკონტაქტო პირი: ნინუცა ჯაფარიძე 574 124 788

მსგავსი ღონისძიებები

2021-07-15

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

მიმდინარე

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

კურსის მოკლე აღწერა: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს სთავაზობს პრაქტიკულ კურსს სამშენებლო სამართალში, რომლი...

2021-10-21

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

დასრულებული

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხრიდან დაგეგმილია პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში რომლის მიზანია მსენელებმა: შეისწავლ...

2022-02-08

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

დასრულებული

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით განხორციელდა კვლევა თემაზე: „ხილ-ბოსტნეულის გა...