employer.ge logo

მდგრადი განვითარების მიზნები

date2023-12-08

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) საკითხებზე ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია წევრმა კომპანიებმა  გააცნობიერონ მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები, შესაძლებლობები და ეფექტურად მოახდინონ SDG-ების ინტეგრაცია საკუთარ სტრატეგიებში, რაც შედეგად გააუმჯობესებს მათ კონკურენტულ უპირატესობას და გრძელვადიან პერსპექტივაში აისახება ფინანსურ პოზიტიურ შედეგებშიც.

ტრენინგი შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, რას გულისხმობს მდგრადი განვითარება, კერძო სექტორის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, SDGs და ბიზნესი, გლობალური დღის წესრიგის გავლენა ბიზნეს სექტორზე, SDGs - სარგებელი და შესაძლებლობები ბიზნესისთვის, მიმდინარე ცვლილებების გავლენა საქართველოს ბიზნეს სექტორზე და ა.შ.

ტრენინგი დატვირთული იყო პრაქტიკული და ინტერაქტიული აქტივობებით, მონაწილეებმა საუკეთესო/საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს ერთმანეთს.

ტრენინგს უძღვებოდა თინათინ გაბრიჩიძე ააიპ - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის კომიტეტის აღმასრულებელი მენეჯერია და მისი პროფესიული საქმიანობა, მათ შორის, უკავშირდება მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისი პოლიტიკის,  სტრატეგიისა და პროექტების შემუშავებას და განხორციელებას.

ტრენინგი ჩატარდა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და BWMV. e. V-ს პროექტის ფარგლებში - SEQUA/BMZ-ის ფინანსური მხარდაჭერით

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) კომიტეტის ფარგლებში გააგრძელებს წევრი კომპანიებისთვის სხვადასხვა აქტივობის შეთავაზებას ამ მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...