employer.ge logo

ტრენინგი თემაზე: „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პრაქტიკული კურსი“

date2023-01-27

დასრულებული


ტრენინგის მიზანია:

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მიერ შესასრულებელი სამუშაოების მიმართულებით იმ პრაქტიკული ცოდნის მიცემა, რომელიც საჭიროა შრომის უსაფრთხოების სისტემის მართვისა და სრულფასოვანი დოკუმენტაციის წარმოებისათვის.

ტრენინგის სამიზნე ჯგუფი:

არსებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, რომელთაც გავლილი აქვთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელი აკრედიტებული კურსი და გააჩნიათ საბაზისო ცოდნა შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის, სტანდარტებისა და შრომის უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული.

ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

1.შეაფასონ ორგანიზაციაში არსებული მართვის სისტემის ეფექტიანობა და ნაკლოვანებები, შეიმუშავონ შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებებები; 2. მოახდინონ ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების სრულყოფილი სისტემის დანერგვა ყველა საჭირო კრიტერიუმის გათვალისწინებით; 3. შეიმუშავონ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისი სრულფასოვანი დოკუმენტაცია.

ტრენინგის მეთოდოლოგია - 80% პრაქტიკა, 20% თეორია
ტრენინგზე გამოყენებული მეთოდები:
  • კონკრეტული პრობლემური სიტუაციის იდენტიფიცირება მისი გადაჭრის ოპტიმალური გზების შემდგომი მოძიება;
  • როლური თამაშები;
  • ჯგუფური დისკუსიები, კონსულტაციები, ამოცანები, კითხვების ჯგუფური განხილვა;
  • გუნდური და ინდივიდუალური დავალებები;
  • კონკრეტულ ქეისებზე შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის შედგენა და ანალიზი.
ტრენინგის თემატიკა:

1.ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ; 2.ლიდერობა, კომპანიის ყველა ორგანიზაციულ და სტრუქტურულ დონეზე პასუხისმგებლობების ადეკვატურად (კანონის შესაბამისად) გადანაწილება; 3.რისკების შეფასების პროცესი სამუშაო ადგილზე ჩაშლილად, ყოველი პუნქტი სათითაოდ, ადეკვატურ ფორმაში; 4.პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი (ცალკე დოკუმენტის სახით) შესრულების მონიტორინგის სტანდარტიზაცია; 5.უბედური შემთხვევის მოკვლევა, აღრიცხვა, ანგარიშგება; 6.სიმაღლეზე მუშაობა, კომპანიის შიგნით მომატებული საფრთხის შემცველი სამუშაოების იდენტიფიცირება, შესრულების წესები; 7.ნარჩენების მართვა, ქიმიური ნივთიერებების მართვა; 8.ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორების განსაზღვრა, აღნიშნული ფაქტორების სიმძიმის განსაზღვრა სამუშაო ადგილებთან მიმართებაში და პოტენციურ პროფესიულ დაავადებებთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა; 9.პოტენციური პროფესიული დაავადებების აღრიცხვა და მონიტორინგი; 10.შრომის უსაფრთხოების სისტემა, დოკუმენტაციის სახეები და დანიშნულება:

  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი;
  • რეაგირება უბედურ შემთხვევებზე (პასუხისმგებლობა, კომუნიკაციის გეგმა, ქმედებათა სტანდარტული ნაბიჯები ნებისმიერი დონის უბედურ შემთხვევაზე, შიდა აღრიცხვა, მათ შორის მსუბუქი შემთხვევების შეტყობინება-მოკვლევა);
  • საგანგებო სიტუაციებისა და სამუშველო გეგმების მომზადება;
  • კონტრაქტორებთან და ქვეკონტრაქტორებთან ურთიერთობების ძირითადი პირობებისა და კრიტერიუმების შემუშავება და დოკუმენტირება;
  • მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა; ტრენინგების საჭიროების განსაზღვრა, კომპეტენციის უზრუნველყოფა, შესრულების აღრიცხვა/დოკუმენტირება;
  • ნორმატიულ-სამართლებრივ და სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი, დოკუმენტირება.
  • ქიმიური ნივთიერებების შენახვა, მართვა და დოკუმენტირება;
  • კრიტიკული აღჭურვილობის პროფილაქტიკურ-ტექნიკური მომსახურეობა მონიტორინგი და დოკუმენტირება;
  • ატმოსფეროში გაფრქვევების მართვა და დოკუმენტირება დანადგარების მოძრავი ნაწილების უსაფრთხოება და ენერგიის სახიფათო წყაროების მართვა და დოკუმენტირება;
  • საფეხმავლო და სამუშაო ზედაპირების განსაზღვრა; სახანძრო უსაფრთხოება;
  • ერგონომიკული საფრთხეების განსაზღვრა;
  • პირადი დამცავი საშუალებების განსაზღვრა;
  • საწარმოო ჰიგიენის მართვა;
  • ფეთქებადუსაფრთხოება.
ტრენერები:

თაჯირ მამედოვი - შრომის უსაფრთხოების სფეროში, 20 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ექსპერტი, კომპანია UNIX DEVELOPMENTIS შრომის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, შრომის ინსპექციის დეპარტამენტის მიერ აკრედიტებული ტრენერი. გიორგი დონდუა - შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო აუდიტორი (BUREAU VERITAS), საერთაშორისო გერმანული სასერტიფიკაციო ორგანიზაციის (TUV SUD)შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის OSHMS ISO 45001/18001 ლიდერი აუდიტორი, შრომის უსაფრთხოების ტრენერი, შრომის ინსპექციის დეპარტამენტის მიერ აკრედიტებული ტრენერი.

ტრენინგის ხანგრძლივობა:

54 საკონტაქტო საათი, კვირაში სამი დღე, ოთხშაბათი-ხუთშაბათი-პარასკევი, 19:00 სთ-დან - 22:00 სთ-მდე.

კურსის დაწყების დრო და ადგილი:

კურსი დაიწყება 8 თებერვალს და გაგრძელდება 23 მარტის ჩათვლით, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი, (მის: ა.ბელიაშვილის 106, მიონის ბიზნეს ცენტრი სართ. 3) კურსის ღირებულება: ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის - 700 ლარი ასოციაციის არაწევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის - 900 ლარი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით! ნინი გელაშვილი - 597186644 ნინუცა ჯაფარიძე - 574124788 ელ-ფოსტა: OFFICE@EMPLOYER.GE; INFO@EMPLOYER.GE დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაიროთ რეგისტრაცია:  https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdJ6qg5sAsTrX6u6pMdL_reFvWcroMF4TcgCGr4s4Na995tmg/viewform საკითხების შესახებ.

მსგავსი ღონისძიებები

2021-10-21

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

დასრულებული

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხრიდან დაგეგმილია პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში რომლის მიზანია მსენელებმა: შეისწავლ...

2022-02-08

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

დასრულებული

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით განხორციელდა კვლევა თემაზე: „ხილ-ბოსტნეულის გა...

2022-02-28

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

დასრულებული

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

კურსის მიზანია: აკრედიტებული პროგრამით (ბრძანება №01-81/ნ) გათვალისწონებული ყველა მოდული შესწავლის გზით, მოამზადოს არსებული შრომის უსაფრთხოების სპეცი...