2023-08-22
სატრენინგო პროგრამის მიზანია კომპანიებისთვის სამუშაო ადგილზე არსებული სახანძრო საფრთხეების გამოვლენის მეთოდების შესწავლა. ასევე სახანძრო უსაფრთხოების იმ აუცილებელი ინსტრუქციებისა და პროცედურების შესწავლა, რომელიც უნდა ჰქონდეს შემუშავებული ნებისმიერ კომპანიას, მიუხედავად მისი სიდიდისა.
ასეთი სისტემის გამოყენება საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული ის რისკები და საფრთხეები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის შედეგებმა. სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვისა და სწავლების მიზანია, უზრუნველყოს დასაქმებულთა ჯანმრთელობის და კომპანიის ქონების დაცვა. ტრენინგის შემდეგ მონაწილეებმა უნდა შეძლონ სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და საევაკუაციო სქემების შემუშავება.
ტრენინგის დროს განხილული იქნება ყველა ის მოთხოვნები და რეგულაციები, რომლებიც დღეს მოქმედებს და რომლის საფუძველზეც განხორციელდება შრომის პირობების მონიტორინგი.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სერტიფიცირებული ტრენერი ნუგზარ მელაძე. 20 წლიანი გამოცდილება შრომის უსაფრთხოებისა და სახანძრო უსაფრთხოების სფეროებში.
სწავლების პროცესში გამოყენებულია სალექციო, პრაქტიკული, დემონსტრირების, ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის, ინტერაქტიული, იმიტირებული შესრულების მეთოდები.
• | ხანძრის სამკუთხედი; |
• | ხანძრის წარმოქმნის მიზეზები; |
• | ხანძრის ზონები; |
• | დაცვის საშუალებები; |
• | სახანძრო პრევენცია; |
• | პირველადი ქრობის საშუალებები; |
• | ტრენინგი; |
• | სახანძრო სიგნალიზაცია; |
• | სახანძრო ვენტილაცია; |
• | ავტომატური ხანძარქრობის საშუალებები; |
• | სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის უფლება მოვალეობა; |
• | ხანძრის შედეგები; |
• | ხანძრის დროს ქმედების წესები; |
• | საევაკუაციო გეგმა; |
• | ქრობის საშუალებების ისტორია; |
• | ცეცხლმაქრების ტიპები; |
• | ქრობის წესები; |
• | ცეცხლმაქრის გამოყენების წესები; |
• | ხანძართან ქცევის წესები; |
• | ცეცხლმაქრების შემოწმების და ექსპლუატაციის წესები; |
• | პრაქტიკული მეცადინეობა (ცეცხლმაქრის გახსნის წესი). |
კურსი მოიცავს 5 საკონტაქტო საათს.
ტრენინგის დასასრულს გაიცემა GEA-ს სერტიფიკატი.
მისამართი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. #106, მე-3 სართული, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი.
ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 28 აგვისტო 18:00 სთ.
რეგისტრაცია:
დასრულებული
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხრიდან დაგეგმილია პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში რომლის მიზანია მსენელებმა: შეისწავლ...
დასრულებული
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით განხორციელდა კვლევა თემაზე: „ხილ-ბოსტნეულის გა...
დასრულებული
კურსის მიზანია: აკრედიტებული პროგრამით (ბრძანება №01-81/ნ) გათვალისწონებული ყველა მოდული შესწავლის გზით, მოამზადოს არსებული შრომის უსაფრთხოების სპეცი...