employer.ge logo

შრომის სამართალი და სასამართლო პრაქტიკა

date2023-10-16

დასრულებული


ტრენინგის მიზანი:

HR მენეჯერებმა, იურისტებმა და შრომის სამართლით დაინტერესებულმა ნებისმიერმა პირმა აიმაღლოს კვალიფიკაცია და ცნობიერება შრომის კანონმდებლობისთან დაკავშირებული ისეთი საკითხების შესახებ, რომელიც საჭიროა კომპანიაში შრომითი ურთიერთობების მართლზომიერად დაგეგმვა-მართვისთვის.

ტრენერები:

ანა დევდარიანი - შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ უფროსი იურისტი, შრომის სამართლის ტრენერი და მკვლევარი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი, ადვოკატი და მედიატორი. ანა ჩართული იყო შრომის კოდექსის კომენტარების შემუშავების პროცესში, როგორც მკვლევარ-ასისტენტი. გიორგი გოგიჩაშვილი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა მოსამართლე; 20 წელზე მეტი გამოცდილება სასამართლო პრაქტიკაში.

ვისთვისაა განკუთვნილი ტრენინგი?

  • HR მენეჯერებისთვის;
  • იურისტებისთვის;
  • დირექტორებისთვის და სხვადასხვა მიმართულების მენეჯერებისთვის;
  • შრომის სამართლის საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

მონაწილეები კურსის დასრულებისას შეძლებენ:

  • დაიცვან კომპანიის ინტერესები;
  • შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად დაგეგმონ ორგანიზაციული პროცესები;
  • შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად აწარმოონ ორგანიზაციის დოკუმენტაცია (შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესის, სამუშაო აღწერილობები და სხვ);
  • შეასრულონ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება;
  • თავიდან აიცილონ სანქციები და შრომითი დავები.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საათი

კურსის შინაარსი:

1-ლი შეხვედრა - 3 სთ

  • შრომითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძვლები
  • შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები
  • ნორმირებული სამუშაო დრო
  • შესვენების და დასვენების დრო შრომის ანაზღაურება
  • გამოსაცდელი ვადა შრომით ურთიერთობებში
  • სტაჟირების პერიოდი
  • ცვლაში მუშაობა ზეგანაკვეთური შრომა

მე-2 შეხვედრა - 3 სთ

  • ნამუშევარი საათების აღრიცხვა და მისი თავისებურებები
  • შრომის შინაგანაწესის მახასიათებლები შვებულება და მისი სახეები
  • დასაქმებულის დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი
  • დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში
  • შრომის ინსპექციის მანდატი და ინსპექტირების შესაძლო შედეგები

მე-3 შეხვედრა - 3 სთ

  • შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები
  • შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შეწყვეტის წესი
  • შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები
  • კონკურენციის აკრძალვა შრომით ურთიერთობებში
  • კოლექტიური შრომითი დავა
  • ცვლილებები შრომითი მიგრაციის კანონში

მე-4 შეხვედრა - 5 სთ წინასახელშეკრულებო პერიოდი, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და სასამართლო პრაქტიკა.

 

ტრენინგის ჩატარები დროები:

  • 20 ოქტომბერი 17:00-20:00 სთ
  • 21 ოქტომბერი 11:00- 14:00 სთ
  • 27 ოქტომბერი 10:00-15:00 სთ
  • 28 ოქტომბერი 11:00- 14:00 სთ

კურსის ღირებულება:

  • საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციების წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის 350 ლარი დღგ-ს გარეშე;
  • სხვა ნებისმიერი პირისთვის – 500 ლარი დღგ-ს გარეშე.

კურსის ჩატარების ადგილი:

თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. N106, მე-3 სართული, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი

სარეგისტრაციო ბმული:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScwwzxeFYjQQxpRzInHtlCQ67_KXvt6OkLeVmo2HZoh27IsT w/viewform?fbclid=IwAR1zjgwoGtugR_vLMnVrmc2uH6LP3ZYYKWp5XoBTvCp7LU2XcDEu_jbUlLs მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია! ტრენინგის დასასრულს გაიცემა GEA-ს სერტიფიკატები.

რეგისტრაციის დასრულების თარიღი:

19 ოქტომბერი 18:00 სთ. საკონტაქტო პირი: ნინუცა ჯაფარიძე 574 124 788 info@employer.ge

მსგავსი ღონისძიებები

2021-10-21

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

დასრულებული

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხრიდან დაგეგმილია პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში რომლის მიზანია მსენელებმა: შეისწავლ...

2022-02-08

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

დასრულებული

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით განხორციელდა კვლევა თემაზე: „ხილ-ბოსტნეულის გა...

2022-02-28

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

დასრულებული

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

კურსის მიზანია: აკრედიტებული პროგრამით (ბრძანება №01-81/ნ) გათვალისწონებული ყველა მოდული შესწავლის გზით, მოამზადოს არსებული შრომის უსაფრთხოების სპეცი...