employer.ge logo

შრომის სამართალი და სასამართლო პრაქტიკა

date2024-04-05 - 2024-04-13

დასრულებული


ტრენინგის მიზანი
HR მენეჯერებმა, იურისტებმა და შრომის სამართლით დაინტერესებულმა ნებისმიერმა პირმა აიმაღლოს კვალიფიკაცია და ცნობიერება შრომის კანონმდებლობისთან დაკავშირებული ისეთი საკითხების შესახებ, რომელიც საჭიროა კომპანიაში შრომითი ურთიერთობების მართლზომიერად დაგეგმვა-მართვისთვის.
ტრენერები:
ანა დევდარიანი - შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ უფროსი იურისტი, შრომის სამართლის ტრენერი და მკვლევარი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი, ადვოკატი და მედიატორი. ანა ჩართული იყო შრომის კოდექსის კომენტარების შემუშავების პროცესში, როგორც მკვლევარ-ასისტენტი. გიორგი გოგიჩაშვილი – სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა მოსამართლე; 20 წელზე მეტი გამოცდილება სასამართლო პრაქტიკაში.  
ვისთვისაა განკუთვნილი ტრენინგი?
  • HR მენეჯერებისთვის;
  • იურისტებისთვის;
  • დირექტორებისთვის და სხვადასხვა მიმართულების მენეჯერებისთვის;
  • შრომის სამართლის საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.
 
მონაწილეები კურსის დასრულებისას შეძლებენ:
  • დაიცვან კომპანიის ინტერესები;
  • შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად დაგეგმონ ორგანიზაციული პროცესები;
  • შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად აწარმოონ ორგანიზაციის დოკუმენტაცია (შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესის, სამუშაო აღწერილობები და სხვ);
  • შეასრულონ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება;
  • თავიდან აიცილონ სანქციები და შრომითი დავები.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 14 საათი  

კურსის შინაარსი:

1-ლი შეხვედრა - 3 სთ

  • შრომითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძვლები
  • შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები
  • ნორმირებული სამუშაო დრო
  • შესვენების და დასვენების დრო
  • შრომის ანაზღაურება
  • გამოსაცდელი ვადა შრომით ურთიერთობებში
  • სტაჟირების პერიოდი
  • ცვლაში მუშაობა
  • ზეგანაკვეთური შრომა

მე-2 შეხვედრა - 3 სთ

  • ნამუშევარი საათების აღრიცხვა და მისი თავისებურებები
  • შრომის შინაგანაწესის მახასიათებლები შვებულება და მისი სახეები
  • დასაქმებულის დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი
  • დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში
  • შრომის ინსპექციის მანდატი და ინსპექტირების შესაძლო შედეგები
  •  

მე-3 შეხვედრა - 5 სთ წინასახელშეკრულებო პერიოდი, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და სასამართლო პრაქტიკა.   მე-4 შეხვედრა - 3 სთ

  • შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები
  • შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შეწყვეტის წესი
  • შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები
  • კონკურენციის აკრძალვა შრომით ურთიერთობებში
  • კოლექტიური შრომითი დავა
  • ცვლილებები შრომითი მიგრაციის კანონში
ტრენინგის ჩატარების დრო:
  • 5 აპრილი, 17:00-20:00 სთ
  • 6 აპრილი, 11:00- 14:00 სთ
  • 12 აპრილი, 10:00-15:00 სთ
  • 13 აპრილი, 11:00- 14:00 სთ
კურსის ღირებულება:
  • საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციების წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის 350 ლარი დღგ-ს გარეშე;
  • სხვა ნებისმიერი პირისთვის – 500 ლარი დღგ-ს გარეშე.
კურსის ჩატარების ადგილი: თბილისი, მ. წინამძღვრიშვილის ქ. #87  
სარეგისტრაციო ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfCicb0Z45WXzIHVwDyUYyln-vDUDT1h5Ib8dwvOM1DIf6fBw/viewform  
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია! ტრენინგის დასასრულს გაიცემა GEA-ს სერტიფიკატები. რეგისტრაციის დასრულების თარიღი: 3 აპრილი, 2024 საკონტაქტო პირი: ნინუცა ჯაფარიძე 574 124 788 info@employer.ge

მსგავსი ღონისძიებები

2021-10-21

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

დასრულებული

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხრიდან დაგეგმილია პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში რომლის მიზანია მსენელებმა: შეისწავლ...

2022-02-08

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

დასრულებული

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით განხორციელდა კვლევა თემაზე: „ხილ-ბოსტნეულის გა...

2022-02-28

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

დასრულებული

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

კურსის მიზანია: აკრედიტებული პროგრამით (ბრძანება №01-81/ნ) გათვალისწონებული ყველა მოდული შესწავლის გზით, მოამზადოს არსებული შრომის უსაფრთხოების სპეცი...