2017-02-28
შეხვედრაზე მინისტრმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციის სახით წარადგინა 2017 წლის აგრარული დარგის განვითარების ხედვა, რომელიც 5 ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს. ესენია:
• პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება/ეფექტიანობის გაზრდა;
• მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარება - შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის გაფართოება, მოდერნიზაცია;
• სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების სისტემებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვა;
• ფერმერთა კომპეტენციების და კონკურენტუნარი-ანობის ამაღლება;
• საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია - ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა;
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს აღნიშნული საკითხები და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
შეხვერდრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები და საქართველოში მოქმედი 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი.
შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებსა და ბიზნესსექტორს შორის გაიმართა დიალოგი, სადაც კერძო სექტორში არსებული პრობლემატური საკითხები განიხილეს.
ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ პროექტით „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ მხარს უჭერს კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...