2017-03-31
პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ.
პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, სონია შარიგიანი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე, დევიდ
ჰენდლი, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ხელმძღვანელი და ელგუჯა მელაძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი.
პროექტის ძირითადი მიზანი იყო შრომის ბაზრის მთავარი გამოწვევის - პროფესიული და ტექნიკური მომზადების დონის გაუმჯობესებისთვის, საუკეთესო პრაქტიკის პრეცედენტის შექმნა.
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" მიერ განხორცილებული აქტივობების შედეგად, რეგიონალური და თბილისის საწარმოების ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ახალგაზრდები დასაქმდნენ „სამუშაო ადგილზე სწავლების" პრინციპით, ასოციაციის წევრ კომპანიებში.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საუკეთესო მაგალითის გაზიარება ასოციაციის წევრ კომპანიებში, რათა გაიზარდოს ბიზნეს სექტორის ჩართულობა მსგავს აქტივობებში.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...