employer.ge logo

ბიზნეს სექტორი მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხაზე იმსჯელა

date2018-09-04

დასრულებული


ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში კერძო სექტორმა მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოს იმ ნუსხაზე იმსჯელა, რომელიც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს. კერძოდ, შრომის უსაფრთხოების ახალი კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნების მიხედვით კანონის ძალაში შესვლიდან 3 თვეში საქართველოს მთავრობის მიერ უნდა დამტკიცდეს მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი ბიზნესთან და პროფკავშირებთან შეთანხმებით.

აღსანიშნავია, რომ შრომის უსაფრთხოების ახალი კანონი მხოლოდ ამ ნუსხით განსაზღვრულ სფეროებზე გავრცელდება.

კერძო სექტორი შემოთავაზებული ნუსხის მთავარ ხარვეზად ასახელებ იმ ფაქტს, რომ მასში მოცემულია ბიზნეს სექტორები მაშინ, როდესაც კანონის მიხედვით განსაზღვრული უნდა იყოს კონკრეტული სამუშაო პოზიციები.

ამასთან, ბიზნეს სექტორი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე  რეგლამენტირებული და სატნდარტიზებული შრომის უსაფრთხოების ნორმების არ არსებობა ბუნდოვანს ხდის იმას, თუ რაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს შემოწმება სახელმწიფოს მხრიდან.

“დღევანდელი მოცემულობით გამოდის, რომ სხვადასხვა უწყებას გააჩნია თითქმის იდენტური, ერთი და იმავე სფეროს კონტროლის უფლებამოსილება. ამდენად, სამომავლოდ ჩანს ისეთი მდგომარეობა, რომ ერთ საკითხზე რამდენიმე მაკონტროლებელ ორგანოს შეეძლება მიიღოს გადაწყვეტილება ჯარიმებისა და შეჩერების შესახებაც კი“, - აცხადებს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მიშა კორძახია.

ეს ის ძირითადი ხარვეზებია, რომელსაც ბიზნეს სექტორი ამ ეტაპზე განიხილავს.

შეხვედრას, რომელსაც კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...