2018-10-04
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პეზიდენტი დანიელ გახარია იმყოფებოდა ბაქოში - აგრო მოლის სივრცეში ქართული სახლის გახსნაზე, რომელიც წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქტების თანამედროვე სავაჭრო ცენტრს. ქართული სავაჭრო სახლის საზეიმო გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს ქართული სამზარეულო და ღვინო შესთავაზეს.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია წევრ კომპანიებს, რომელთაც სურთ, პროდუქტის გატანა აზერბაიჯანის ბაზარზე, სთავაზობს აღნიშნული პლატფორმის გამოყენებას, როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობისთვის.
ბაქოს აგრო მოლი საერთაშორისო სტანდარტების საგამოფენო სივრცეა, რომელშიც თავს იყრის ისეთი ქვეყნებში წარმოებული პროდუქტი, როგორებიცაა (აზერბაიჯანი,ირანი, ერაყი, უზბეკეთი, ყაზახეთი,იაპონია, კორეა,რუსეთი და ა.შ.).
დანიელ გახარიამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა არაერთი ქვეყნის წარმომადგენელთან საქართველოში წარმოებული პროდუქტის საექსპორტო არეალის გაზრდის მიზნით.
უახლოეს პერიოდში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია საქმიანი ვიზიტით კვლავ გაემგზავრება ბაქოში და წარადგენს რამდენიმე ადგილობრივი მწარმოებლის პროდუქტს „აგრო მოლში“.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...