employer.ge logo

პროფესიული განათლების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

date2018-11-06

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში საერთაშორისო კონფერენცია - „გამოცდილება პროფესიულ განათლებაში“ გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა, მონაწილე მხარეებმა განიხილონ დამსაქმებელთა ორგანიზაციების როლის გაძლიერება პროფესიული განათლების სფეროსა და სოციალურ პარტნიორობაში, ასევე გაიზიარონ რეგიონალური და საერთაშორისო გამოცდილება პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენისა და მიმოხილვის კონტექსტში.

განსახილველ საკითხებს შორის იყო ისეთი პრიორიტეტული თემები, როგორიცაა პროფესიული განათლების როლი დასაქმების ხელშეწყობაში, პროფესიული განათლების პოლიტიკა, კერძო სექტორის, დამსაქმებლების მონაწილეობის გაზრდა პროფესიული განათლებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და სხვა.

            კონფერენციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა პროფესიული განათლების სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით სოციალურ პარტნიორთა შორის საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია , საქართველოს პროფკავშრები , მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაცია , საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციაგერმანიის ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში ) მემორანდუმის ხელმოწერა, რომლის მიზანია SME სექტორისთვის განათლებისა და დასაქმების სფეროში მხარეების ერთიანი და კონკრეტული სერვისების კოორდინირებული მიწოდების შესახებ ურთიერთთანამშრომლობა.

ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის პარტნიორები - სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, გერმანია; რეგიონალური და საერთაშორისო პარტნიორები - ყაზახეთი, ლატვია, უკრაინა; გერმანიის საელჩო, გერმანულ-ქართული საგანმანათლებლო საზოგადოება, ასევე, საქართველოს პროფკავშირები, პროფესიული სასწავლებლები, სექტორული ასოციაციები და სავაჭრო პალატები.

კონფერენცია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ, განათლებისა და მეცინიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნეს.

             შეგახსენებთ, რომ პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტი გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით 2016 წლიდან მიმდინარეობს და მისი განმახორციელებელი საქართველოში დამსაქმებელთა ასოციაციაა (https://www.vetpartnership.com/).     

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...