employer.ge logo

მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხაზე სოციალურმა პარტნიორებმა იმსჯელეს

date2018-11-24

დასრულებული


მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხის შესახებ სოციალურმა პარტნიორებმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში იმსჯელეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი დამსაქმებელთა ასოციაციისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სახით და პროფკავშირები.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მსჯელობის მთავარ საკითხს წარმოადგენდა იმ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი ნუსხის სოციალურ პარტნიორებს შორის შეთანხმება, რომელიც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს. კერძოდ, შრომის უსაფრთხოების ახალი კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნების მიხედვით კანონის ძალაში შესვლიდან 3 თვეში საქართველოს მთავრობის მიერ უნდა დამტკიცდეს იმ სამუშაოების ჩამონათვალი, რომელზეც კანონის მოქმედება გავრცელდება.

სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ნუსხის შესახებ მსჯელობა საკმაოდ მწვავე კამათის პირობებში გაიმართა და ვერ მოხდა მისი დამტკიცება. მთავარი პრობლემა, რომელსაც ბიზნეს სექტორი შემოთავაზებულ ნუსხაში ხედავს არის ის, რომ ჩამონათვალი არის ზოგადი ხასიათის და მოითხოვს მეტ კონკრეტიკას აღსრულების პროცესში მოსალოდნელი ორაზროვნების გამოსარიცხად. ამასთან, ბიზნეს სექტორის მხრიდან წამოსული მოთხოვნა, რომ ნუსხაში განისაზღვროს არა სექტორები, არამედ სამუშაო პოზიციები, არ დაკმაყოფილდა და მხარეები ამ ეტაპზე შეთანხმდნენ, რომ შემოთავაზებული სფეროების კონკრეტიკაზე იმუშავებს სამინისტრო უახლოესი დღეების განმავლობაში.

განახლებული ნუსხის შესახებ მსჯელობა მომდევნო კვირაში კვლავ გაიმართება სოციალურ პარტნიორებს შორის.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...