2018-11-29
კონფერენცია მიზანად ისახავდა, ბიზნეს სექტორმა მსჯელობის შედეგად დაიწყოს მუშაობა შრომის უსაფრთხოების კანონის აღსრულების მექანიზმის შემუშავების პროცესში საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებაზე.
კერძოდ, შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის მიხედვით უახლოეს სამ თვეში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით უნდა შემუშავდეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები მისი აღსრულების უზრუნველსაყოფად, რისთვისაც ამ თემით დაინტერესებულ მხარეებს შორის უახლოეს პერიოდში დაიწყება საკმაოდ მძიმე მოლაპარაკებების პროცესი. დაგეგმილი კონფერენცია და მის შედეგად შემუშავებული დოკუმენტი აღნიშნული პროცესის დასაწყისია.
ამრიგად, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაცია უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან/ექსპერტებთან ერთობლივი მუშაობით უკეთესი პოლიტიკური პოზიციონირების ჩამოყალიბებაზე იწყებს მუშაობას კანონის აღსრულების მექანიზმის შემუშავების კუთხით.
კონფერენცია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დაბაზში გაიმართა.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...