employer.ge logo

მომავალ მედიატორებს ტრენინგი ჩაუტარდათ

date2018-12-06

დასრულებული


შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ინიციატივით ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ მომავალ მედიატორებს, რომლებიც კოლექტიური შრომითი დავების რეგულირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის წარმომადგენლები გახდებიან.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მომავალი მედიატორებისთვის ისეთი ფუნდამენტური საკითხების შესახებ საერთაშორისო ესპერტების ცოდნის გაზიარება, როგორებიცაა:

  • რა უნდა იცოდეს მედიატორმა კოლექტიურ დავებში ჩართვისას;
  • ინდივიდუალური და კოლექტიური დავების შედარება; კონფლიქტის დინამიკის გაგება კოლექტიური შრომითი მედიაციის კონტექსტში;
  • როგორ უნდა იმოქმედოს მედიატორმა, როცა ერთ-ერთი მხარე შეთანხმდეს ისეთ რამეზე, რაც სამართლებრივად არასწორია?
  • კონფლიქტის მედიაცია, რომელშიც უცხოური კომპანია მონაწილეობს

სემნარი დატვირთული იყო პრაქტიკული სამუშაობებით და რეალური გამოცდილებების გაზიარებით კონკრეტული დავების განხილვის მაგალითზე.

მედიატორების ტრენინგი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ისე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ბიზნეს სექტროში მიმდინარე პროცესების გასაუმჯობესებლად. ასოციაცია წარმოადგენს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრს და შესაბამისად, ასრულებს შუამავალი რგოლის ფუნქციას მთავრობასა და ბიზნეს სექტორს შორის.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...