2019-01-17
ბიზნეს სექტორსა და შრომის ინსპექციას შორის პირველად გაიმართა მსგავსი მასშტაბის შეხვედრა მას შემდეგ, რაც ინსპექციას სამოქმედო მანდატი გაეზარდა. შესაბამისად, შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხს წარმოადგენდა 2018 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედებული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც დამსაქმებლებს ავალდებულებს უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნას დასაქმებულებისთვის და ამავდროულად, ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების პირობების პერიოდულ ინსპექტირებას შრომის ინსპექციის მიერ.
ორმხრივ შეხვედრაზე დისკუსიის რეჟიმში განიხილეს შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში არსებული მოთხოვნები, კომპანიების ინსპექტირების პროცესები და თემასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები.
შეხვედრას, რომელსაც 150-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ და საქართველოს ბიზნესომბუსმენმა ირაკლი ლექვინაძემ გახსნეს.
შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...