2019-02-11
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ აუდიტორიას პროფესიული განათლების, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საჭიროებები შესახებ ბიზნეს სექტორის ხედვა და სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური განათლების მიმართულებით ასოციაციის მიერ მიღწეული შედეგები გააცნო. ყურადღება გაამახვილა წარმოებისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარების სფეროში პროფესიული განათლების მქონე ადამიანური რესურსის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროფესიული კადრების განვითარების საკითხი დამსაქმებელთა ასოციაციისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოდგენს. კონფერენციის მსვლელობისას, თითოელი ქვეყნის მხრიდან, გაკეთდა პრეზენტაციები, რომელიც სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური განათლების კუთხით განხორცილებულ პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების, მიღწეული შედეგებისა და პროგრესის გაზიარებას ისახავდა მიზნად. განისაზღვრა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...