2019-03-11
აღნიშნულ კანონთან მიმართებაში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და საქართველოს სადაზღვევო ასოციაციას შეკითხვები აქვთ. სწორედ, ამ საკითხის შესახებ მსჯელობისა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით დამსაქმებელთა და სადაზღვევო ასოციაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს კანონში არსებული ხარვეზების, კერძოდ, იმ ბუნდოვანი და დაუზუსტებელი ნიუანსების შესახებ, რომელიც კანონში ამჟამად არსებულ ჩანაწერებშია.
დამსაქმებელთა და სადაზღვევო ასოციაციების ხელმძღვანელმა პირებმა მოილაპარაკეს სამომავლოდ თანამშრომლობის გააქტიურების შესახებ, რათა განახორციელონ ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს კანონის იმგვარად ფორმირებას, რომ ნაკლები წნეხი მიადგეს, როგორც სადაზღვევო სექტორს, ისე ნებისმიერ ბიზნეს სუბიექტს, რომელიც კანონის მოქმედების არეალში მოუწევს ოპერირება.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...