2019-07-22
აღნიშნული კანონი ყველა ტიპის ორგანიზაციას ავალდებულებს, ჰყავდეთ შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი, რომელსაც გავლილი ექნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-25/ნ ბრძანებით განსაზღვრული სასწავლო პროგრამა.
„დამსაქმებელთა ასოციაცია მომზადებული ხვდება ბიზნეს სექტორიდან წამოსულ ისეთ აქტუალურ მოთხოვნას, რომელიც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადება-გადამზადებასა და სერტიფიცირების საკითხს ეხება. ამ ეტაპზე დიდია დაინტერესება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მიმართ, როგორც მოქმედი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისგან, ისე ამ პროფესიის დაუფლების მსურველი ფიზიკური პირებისგან. ბიზნეს სექტორი ძალიან აქტიურია და ამ ეტაპზე 120-ზე მეტი სტუდენტი გვყავს და უახლოეს პერიოდში ახალ ჯგუფებს ვუმასპინძლებთ, რადგან არ წყდება კურსზე დარეგისტრირების მსურველთა რიგი. სასწავლო პროცესის მაღალკვალიფიციურად წარმართვაში ხელს ჩვენი პარტნიორი შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) გვიწყობს ხელს,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.
საქართველოს დამსქამებელთა ასოციაციამ შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის გახორციელება 2018 წლის დეკემბრიდან დაიწყო და 500-ზე მეტი სპეციალისტი უკვე გადაამზადა. სწავლება 130 საათს გრძელდება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მოდულებს, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ბრიტანული უმაღლესი სერტიფიკაციის ინსტიტუტის NEBOSH-ის აკრედიტებული ტრენერები უძღვებიან.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...