2020-05-15
პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განათლების სამინისტროს, ბიზნესის სექტორისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა იმსჯელეს პროფესიულ დუალურ განათლებაზე COVID 19-ის ზეგავლენის საკითხებზე.
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისთვის მრავალი წელია პროფესიული განათლების საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიციები, თუ რა გამოწვევების წინაშე დადგება ბიზნესი კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში პროფესიული განათლების კონტექსტში. წინასწარი გათვლებით, კომპანიებს კარების გაღება დუალური განათლებისთვის სამუშაო სივრცის დათმობისთვის სტუდენტებისთვის გაუჭირდებათ, ვინაიდან ვალდებული გახდება უზრუნველყოს ისინი დამცავი საშუალებებით. აღნიშნული ფინანსური ხარჯი შესაძლებელია შემაფერხებელი ფაქტორი იყოს დუალური განათლების წარმატებით გახორციელებისთვის,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარიკა ზაქარეიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა COVID 19-ის საპასუხო აქტივობების პროფესიული განათლების მიმართულებით და საგანმანათლებლო სექტორის ზოგადი გამოწვევები კრიზისულ პერიოდში.
კომპანია „გუდვილმა“ და პროფესიულმა კოლეჯმა „იკაროსმა“ შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს კონკრეტული პროფესიული პროგრამების გახორციელების პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები არსებულ ვითარებაში.
შეხვედრის ფარგლებში იდენტიფიცირებული გამოწვევები არა მხოლოდ მსჯელობის საგანს წარმოადგენს, არამედ დამსაქმებელთა ასოციაცია პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონკრეტულ აქტივობებს მხარეების საჭიროებების და ახალი გამოწვევების მიხედვით დაარედაქტირებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია აღნიშნულ პროექტს 2016 წლიდან გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით ახორციელებს.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...