2022-03-22
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელს ბექა ფერაძეს სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების ინსპექტირებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესახებ ბიზნეს სექტორის ინფორმირება. საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორისთვის, ვინაიდან განახლებული შრომითი კანონმდებლობის მიხედვით, შრომის ინსპექციას აქვს სრული მანდატი ზედამხედველობა განახორციელოს ისეთ სენსიტიურ საკითხებზე, როგორიცაა პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაცია, სექსუალური შევიწროება, იძულებითი შრომა, შრომითი ექსპლუატაცია და სხვ. აღნიშნული მიმართულებით, გააქტიურებული მონიტორინგი კერძო სექტორისთვის სიახლეს წარმოადგენს, ასევე აყენებს ფინანსურ და ადამიანური რესურსთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე.
შეხვედრას 70-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელთაც საშუალება ჰქონდათ კითხვა-პასუხის კომპეტენტური პირებისგან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრათ.
ღონისძიებას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე უძღვებოდა.
მსგავსი ტიპის შეხვედრებს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, სოციალურ პარტნიორებთან ერთად სისტემატიურად მართავს, რათა, ერთი მხრივ, ბიზნეს სექტორში გაიზარდოს ცნობიერება შრომითი ურთიერთობებისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე, დაცული იყოს დასაქმებულის უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, უპასუხოს არსებულ გამოწვევებს და კომპანიები მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდნენ ინსპექტირების პროცესს.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...