employer.ge logo

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

date2022-04-18

დასრულებული


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა შორის, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით,  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მემორანდუმის მიზანია სტაჟირების, დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობის მოძიებაში სტუდენტთა ხელშეწყობა.

„მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ერთობლივი ძალისხმევით იზრუნებს სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. დღეს შრომის ბაზარზე მაღალკვალიფიციური ენერგეტიკების, მშენებლების, არქიტექტორებისა თუ ინფორმატიკების დიდი მოთხოვნაა. მაღალი სტანდარი კი მიიღწევა არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნით, უნარ-ჩვევებით. ამ მხრივ მემორანდუმი სტუდენტებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო, ეროვნულ, რეგიონალურ კონფერენციებში, ფორუმებში, კონკურსებში, საგრანტო პროექტებში -  ეს არის მნიშვნელოვანი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების პერსპექტივა, რომელსაც მემორანდუმი უზრუნველყოფს“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტი და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია უზრუნველყოფენ სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვასა და ჩატარებას. კერძოდ, ჩატარდება „სტუდენტური დასაქმების ფესტივალი“; უნივერსიტეტში განხორციელებული კვლევების შედეგების კომერციალიზაციისათვის განიხილავენ წინადადებებს; ჩაატარებენ კონკურსს „ბიზნესისა და მეწარმეობის თემაზე საუკეთესო საკვალიფიკაციო სტუდენტური ნაშრომი“, ასევე, ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „მეწარმეობის სწავლების აქტუალური პრობლემები”. მემორანდუმი გულისხმობს დამამთავრებელი კურსის წარმატებული სტუდენტების და კურსდამთავრებულებისათვის სტაჟირებას და საწარმოო პრაქტიკის ორგანიზებას მათი შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...