employer.ge logo

ყოვლისმომცველი სამუშაო გარემო საქართველოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

date2022-04-19

დასრულებული


18 აპრილს პროექტის „ყოვლისმომცველი სამუშაო გარემო საქართველოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად“ ( ILO/DANIDA) საკონსულტაციო კომიტეტის მეხუთე შეხვედრა სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისში გაიმართა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის პროგრესის მიმოხილვასა და სამომავლო გეგმების დასახვას დაინტერესებული მხარეების მიერ. კერძოდ, კომიტეტის წევრებმა განიხილეს და შეაჯამეს 2021-2022 წლის აქტივობები, პროექტის მიმდინარეობა სამოქმედო გეგმისა და MTE რეკომენდაციების შესაბამისად, ამასთან, დასახეს 2022-2023 (ივნისი) წლის პროექტის სამუშაო გეგმა პარტნიორების პრიორიტეტებისა და შემოთავაზებების გათვალისწინებით.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა, საქ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ, დანიის საგარეო საქმეთა სამინიტროს წარმომადგენელმა (უფროსი მრჩეველი) ვიბეკე გრამ მორტენსენმა და ILO DWT/CO აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის დირექტორის მოადგილემ მიხაილ პუშკინმა.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება დანიის მთავრობისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელშეწყობით საქართველოში უკეთესი სამუშაო გარემოსა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია 2019 წლიდან, როგორც მთავრობის ოფიციალური სოციალური პარტნიორი ჩართულია აღნიშნულ პროექტში და წევრი კომპანიების ჩართულობით ახორციელებს არაერთ აქტივობას.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...