2022-05-24
23-24 მაისს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრებისთვის მედიაციის შესახებ ცნობადობის ამაღლების ორდღიანი ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), დამსაქმებელთა ასოციაციის, პროფკავშირების, ჯანდაცვის სამინისტროსა და მედიატორთა ასოციაციის წარმომადგენლებმა.
ტრენინგზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა მედიაცია, როგორც დავის მოგვარების მექანიზმი და მედიაციის როლი დავების გადაწყვეტის სისტემაში; მედიაციის სარგებელი მოდავე მხარეთათვის; რით განსხვავდება მედიაცია დავების გადაჭრის სხვა მექანიზმებისგან; პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ასოციაციის როლები კოლექტიურ შრომით დავებში და მედიაცია/გამოცდილების გაზიარება არსებული დავების ქეისების მიხედვით; მედიატორის პერსონასთან ასოცირებული დეტალები, პრაქტიკული რჩევები მედიაციის მხარეთათვის/ მედიაციის აღსრულების აქტი, გამოწვევები და სხვა.
ტრენინგს, რომელსაც 30-მდე მონაწილე ესწრებოდა, უძღვებოდნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ყანდაშვილი და ეროვნული ექსპერტები თამარ სურმავა და სოფიო ჩაჩავა.
ტრენინგი პროექტის „ყოვლისმომცველი სამუშაო გარემო საქართველოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად“ ( ILO/DANIDA) ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...