2022-10-06
30 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და New Democracy Fund-ის (დანია) მხარდაჭერით პროექტის „საჯარო-კერძო დიალოგის გაძლიერება იმერეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის“ ფარგლებში ქუთაისში კონფერენცია გაიმართა.
პროექტის მიზანია კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება განათლებასა და დასაქმებაზე ფოკუსირებით რეგიონალურ დონეზე შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ.
კონფერენციას ესწრებოდნენ NDF-ისა და GEA-ს პროექტის მენეჯმენტი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი და სხვა დაინტერესებული მხარეები.
კონფერენციის ფარგლებში განიხილებოდა პროექტის შედეგები და შემუშავდა რეკომენდაციები სამომავლო აქტივობების განსახორციელებლად.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...