employer.ge logo

დამსაქმებელთა ასოციაციის პოზიცია საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების განხორციელების საჭიროების შესახებ

date2023-03-27

დასრულებული


24 მარტს, სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პოზიცია საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების განხორციელების საჭიროების შესახებ“ პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა შრომის კანონმდებლობაში მასშტაბური ცვლილებები განახორციელა. ასევე, მიღებულ იქნა რეგულაცია, რომელიც დაკავშირებულია სამუშაო დროის აღრიცხვასთან (40 საათიანი სამუშაო კვირის განსაზღვრა).

შრომის კოდექსში შესული ცვლილებების ზეგავლენის შეფასების მიზნით, დამსაქმებელთა ასოციაციის ხელშეწყობით ჩატარდა რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევა. აღნიშნული კვლევის შედეგებიდან და იდენტიფიცირებული პრობლემებიდან გამომდინარე ILO-ს ექსპერტების მიერ შემუშავდა პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც წარმოდგენილია შეთავაზებები შრომის კოდექსის ზოგიერთი დებულების ცვლილებისათვის, რომლებიც უკავშირდება სამუშაო დროსა და ანაზღაურებას.

შეხვედრაზე განხილული იქნა დამსაქმებელთა ასოციაციის ხედვა შრომის კოდექსში ცვლილებების განხორციელების საჭროების შესახებ. ასევე, საუბარი შეეხო მის შესაბამისობას ევროკავშირის პრაქტიკასა და დირექტივებთან.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), დანიის ინდუსტრიალისტები (DI), პროფკავშირები, მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები და ბიზნეს სექტორი. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და ILO-ს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა პროექტის: „Inclusive Labour Market for Job Creation“ ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...