2023-11-02
2 ნოემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, ირაკლი ლექვინაძეს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა სააგენტოს მხრიდან მიიღეს ინფორმაცია კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების, მიღებული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ; ასევე განიხილეს მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები, მიმდინარე ტენდენციები და გამოწვევები.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, ისე როგორც სავაჭრო სექტორის ჩართულობა და მზაობა იმისა, რომ არსებული ხარვეზები, რაც ფიქსირდება კანონთან შესაბამისობაში მოვიდეს. კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულება გაძლიერებულია. სააგენტომ საწვავის ბაზრის მოკვლევის შედეგები უკვე გამოაქვეყნა. უახლოეს მომავალში გავასაჯაროებთ საბანკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგის შედეგებს, რომელიც, ვფიქრობთ, რომ დაგეგმილ რეფორმებზე პოზიტიურად იმოქმედებს. ასევე, წლის ბოლომდე დასრულდება ფარმაციის ბაზარზე მოკვლევების შედეგები. მადლობა დამსაქმებელთა ასოციაციას, წევრ კომპანიებს შეხვედრისთვის და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ყოველთვის მზად არის აქტიური დიალოგის ფორმატში ითანამშრომლოს ბიზნეს სექტორთან და მათთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს უპასუხოს. განიხილოს დაგეგმილი და უკვე განხორციელებული რეფორმები, გამოწვევები, რომელიც აღნიშნულ სექტორშია“ - განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ როგორც კონკურენციის, ისე მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით იგეგმება სიახლეები, რომელიც გავლენას მოახდენს ბიზნეს სექტორის საქმიანობაზე. დღეს გამართული შეხვედრა, მიზნად ისახავდა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ წევრი კომპანიების ინფორმირებას, რათა მომზადებული შეხვდნენ მოსალოდნელ ცვლილებებს. ამასთან, გვსურს გამოვხატოთ პატივისცემა კონკურენციის სააგენტოს მიმართ ბიზნეს სექტორთან მათი აქტიური კომუნიკაციის გამო,“ - ელგუჯა მელაძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი.
შეხვედრაში, რომელსაც 50-მდე მონაწილე ესწრებოდა, აქტიურად იყო წარმოდგენილი საცალო ვაჭრობის, მედიკამენტებით ვაჭრობის, წარმოებისა და ტელეკომუნიკაციის სექტორები.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო, რომლის ფარგლებშიც კომპანიებმა მათთვის საინტერესო და პრობლემური საკითხების შესახებ კომპეტენტური პასუხები მიიღეს.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...