საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით ბიზნეს სექტორისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე - ენერგოეფექტურობა (EE) დეველოპერებისთვის, ან/და კომპანიებისთვის, რომლებიც გეგმავენ ოფისების აშენებას თავიანთი საწარმოო ზონისთვის, ან სასტუმროებისთვის.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა სფეროთი დაინტერესებულ პირებს მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება, რათა გააუმჯობესონ ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი თავიანთ სამშენებლო ობიექტებზე.
ტრენინგზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ენერგოეფექტურობის (EE) სამართლებრივი შეფასება, საქართველოს კლიმატური ზონირება EE კრიტერიუმების მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე მუნიციპალიტეტის მიერ წარმოებული დოკუმენტის განხილვა EE მოთხოვნების შესაბამისად.
ასევე ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის პროგრამის მხარდაჭერა EU4BUSINESS – EBRD საკრედიტო ხაზი, LEED-ის სერტიფიცირებული მწვანე შენობები, BREEAM სერტიფიკატი და სხვ.
ტრენინგს უძღვებოდა ხათუნა ახალაია - ხათუნა ახალაია - კონსულტანტი ბიზნეს სექტორისთვის გარემოს დაცვის, აგრობიზნესისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებში. 20 წლიანი გამოცდილება გარემოს დაცვაში.
ტრენინგი 12 მარტს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა BWMV. e. V-ს პროექტის ფარგლებში – SEQUA/BMZ-ის ფინანსური მხარდაჭერით.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...