employer.ge logo

პრაქტიკული კურსი - შრომის სამართალში ეროვნული კანონმდებლობა, შრომის სამართლის საერთაშორისო სტანდარტები და სასამართლო პრაქტიკა

date2022-04-01

დასრულებული


კურსის მიზანია:
კომპანიებისთვის შრომის კანონმდებლობასა და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული იმ ძირეული ცვლილებების შესახებ ინფორმირება, რომელიც საჭიროა კომპანიაში შრომითი ურთიერთობების მართლზომიერად დაგეგმვა-მართვისთვის.
კურსის სამიზნე ჯგუფი:
✓ იურისტები; ✓ HR სპეციალისტები; ✓ კომპანიის ხელმძღვანელები; ✓ მენეჯერები.  
კურსის შინაარსი:
✓ შრომითი ურთიერთობის ძირითადი პრინციპები და ელემენტები ✓ შრომითი ურთიერთობის წარმოშობა ✓ გამოსაცდელი ვადა შრომით ურთიერთობებში ✓ სტაჟირების ინსტიტუტი ✓ შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები ✓ ნორმირებული სამუშაო დრო ✓ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოები ✓ შესვენების და დასვენების დრო ✓ სრული და არასრული სამუშაო განაკვეთი ✓ შრომის ანაზღაურება ✓ ცვლაში მუშაობა ✓ შვებულება და მისი სახეები ✓ დასაქმებულის დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი ✓ შრომის შინაგანაწესი ✓ დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში ✓ დასაქმებულის გადამზადება ✓ ნამუშევარი საათების აღრიცხვის მექანიზმი ✓ ზეგანაკვეთური სამუშაო ✓ კონკურენციის აკრძალვა შრომით ურთიერთობებში ✓ პერსონალური მონაცემების დაცვა შრომით ურთიერთობებში ✓ პასუხისმგებლობის გამორიცხვა შრომით ურთიერთობებში ✓ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები ✓ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი ✓ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები ✓ საწარმოს გადაცემა ✓ ინდივიდუალური შრომითი დავა ✓ კოლექტიური შრომითი დავა ✓ გაფიცვა ✓ ლოკაუტი ✓ შრომის ინსპექციის მანდატი ✓ ინსპექტირების შედეგები ✓ სოციალური სამმხრივი დიალოგი ✓ სასამართლო პრაქტიკა  
მონაწილეები კურსის დასრულებისას შეძლებენ:
• დაიცვან კომპანიის ინტერესები; • შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად დაგეგმონ ორგანიზაციული პროცესები; • შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად აწარმოონ ორგანიზაციის დოკუმენტაცია (შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესის, სამუშაო აღწერილობები); • შეასრულონ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება; • თავიდან აიცილონ სანქციები;  
კურსს წარუძღვებიან:
ნიკოლოზ აბუთიძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული სამსახურის უფროსი, შრომის სამართლის ექსპერტი; ანა დევდარიანი - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტი; ქეთევან მესხიშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, სამოქალაქო საქმეთა პალატა
კურსის ჩატარების დრო:
თარიღი: 11-29 აპრილი დღეები: ორშაბათი-სამშაბათი დრო: 18:00-21:00 სთ (გამონალისი: 29 აპრილი 11:00-14:00 სთ)
კურსის ჩატარების ადგილი:
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში (მის: ა. ბელიაშვილის 106, მიონის ბიზნეს ცენტრი სართ. 3)  
კურსის ღირებულება
ასოციაციის წევრო კომპანიებისთვის - 350 ლარი (დღგ-ს გარეშე) ასოციაციის არაწევრი კომპანიებისთვის - 450ლარი (დღგ-ს გარეშე)   კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ნინი გელაშვილი მობ.: 597186644 ელ-ფოსტა.: ngelashvili@employer.ge

მსგავსი ღონისძიებები

2021-10-21

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

დასრულებული

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხრიდან დაგეგმილია პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში რომლის მიზანია მსენელებმა: შეისწავლ...

2022-02-08

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

დასრულებული

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით განხორციელდა კვლევა თემაზე: „ხილ-ბოსტნეულის გა...

2022-02-28

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

დასრულებული

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

კურსის მიზანია: აკრედიტებული პროგრამით (ბრძანება №01-81/ნ) გათვალისწონებული ყველა მოდული შესწავლის გზით, მოამზადოს არსებული შრომის უსაფრთხოების სპეცი...