პრაქტიკული კურსი - შრომის სამართალში ეროვნული კანონმდებლობა, შრომის სამართლის საერთაშორისო სტანდარტები და სასამართლო პრაქტიკა
2022-04-01
დასრულებული
კურსის მიზანია:
კომპანიებისთვის შრომის კანონმდებლობასა და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული იმ ძირეული ცვლილებების შესახებ ინფორმირება, რომელიც საჭიროა კომპანიაში შრომითი ურთიერთობების მართლზომიერად დაგეგმვა-მართვისთვის.
კურსის სამიზნე ჯგუფი:
✓ იურისტები;
✓ HR სპეციალისტები;
✓ კომპანიის ხელმძღვანელები;
✓ მენეჯერები.
კურსის შინაარსი:
✓ შრომითი ურთიერთობის ძირითადი პრინციპები და ელემენტები
✓ შრომითი ურთიერთობის წარმოშობა
✓ გამოსაცდელი ვადა შრომით ურთიერთობებში
✓ სტაჟირების ინსტიტუტი
✓ შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები
✓ ნორმირებული სამუშაო დრო
✓ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოები
✓ შესვენების და დასვენების დრო
✓ სრული და არასრული სამუშაო განაკვეთი
✓ შრომის ანაზღაურება
✓ ცვლაში მუშაობა
✓ შვებულება და მისი სახეები
✓ დასაქმებულის დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი
✓ შრომის შინაგანაწესი
✓ დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში
✓ დასაქმებულის გადამზადება
✓ ნამუშევარი საათების აღრიცხვის მექანიზმი
✓ ზეგანაკვეთური სამუშაო
✓ კონკურენციის აკრძალვა შრომით ურთიერთობებში
✓ პერსონალური მონაცემების დაცვა შრომით ურთიერთობებში
✓ პასუხისმგებლობის გამორიცხვა შრომით ურთიერთობებში
✓ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები
✓ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი
✓ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები
✓ საწარმოს გადაცემა
✓ ინდივიდუალური შრომითი დავა
✓ კოლექტიური შრომითი დავა
✓ გაფიცვა
✓ ლოკაუტი
✓ შრომის ინსპექციის მანდატი
✓ ინსპექტირების შედეგები
✓ სოციალური სამმხრივი დიალოგი
✓ სასამართლო პრაქტიკა
მონაწილეები კურსის დასრულებისას შეძლებენ:
• დაიცვან კომპანიის ინტერესები;
• შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად დაგეგმონ ორგანიზაციული პროცესები;
• შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად აწარმოონ ორგანიზაციის დოკუმენტაცია (შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესის, სამუშაო აღწერილობები);
• შეასრულონ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება;
• თავიდან აიცილონ სანქციები;
კურსს წარუძღვებიან:
ნიკოლოზ აბუთიძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული სამსახურის უფროსი, შრომის სამართლის ექსპერტი;
ანა დევდარიანი - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტი;
ქეთევან მესხიშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, სამოქალაქო საქმეთა პალატა
კურსის ჩატარების დრო:
თარიღი: 11-29 აპრილი
დღეები: ორშაბათი-სამშაბათი
დრო: 18:00-21:00 სთ
(გამონალისი: 29 აპრილი 11:00-14:00 სთ)
კურსის ჩატარების ადგილი:
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში (მის: ა. ბელიაშვილის 106, მიონის ბიზნეს ცენტრი სართ. 3)
კურსის ღირებულება
ასოციაციის წევრო კომპანიებისთვის - 350 ლარი (დღგ-ს გარეშე)
ასოციაციის არაწევრი კომპანიებისთვის - 450ლარი (დღგ-ს გარეშე)
კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ნინი გელაშვილი
მობ.: 597186644
ელ-ფოსტა.: ngelashvili@employer.ge