employer.ge logo

ტრენინგი თემაზე - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული სიახლეები და ცვლილებები“

date2022-09-27

დასრულებული


ტრენინგის მიზანია

მსმენელებს გააცნოს უახლეს პერიოდში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, სიახლეები და აქტუალური პრობლემატური საკითხები.

ტრენინგი განკუთვნილია:

  •  ორგანიზაციების ფინანსური მენეჯერებისთვის;
  • ბუღალტრებისთვის;
  • საგადასახადო ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტებისთვის;
  • საგადასახადო დაბეგვრით დაინტერესებული პირებისთვის.

სწავლების მეთოდოლოგია:

ტრენინგს ექნება პრაქტიკული ხასიათი. თეორიულ მასალასთან ერთად განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითები, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებიან მონაწილეები.

ტრენინგის თემატიკა:

  •  ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში
  • ცვლილებები გადასახადების ადმინსტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 12.2010 წ. N996 ბრძანებაში;
  • სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენება;
  • ქონების გადასახადი;
  • გადახდის წყაროსთან შემოსავლების დაბეგვრა;
  • შეღავათები საშემოსავლო გადასახადში;
  • ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების გადაანგარიშება;
  • შეღავათის გავრცელების მიზნებისთვის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობა;
  • თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შეტანილი საქონლის რეალიზაცია;
  • არარეზიდენტისათვის გადახდილი საიჯარო მომსახურების თანხა;
  • მეთოდური მითითებები:
    • ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე;
    • სალაროში ნაღდი ფულის შესახებ;
    • ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო
    • ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესი.

მონაწილეები ტრენინგის დასრულების შემდეგ შეძლებენ:

  •  ჰქონდეთ ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესული მნიშვნელოვანი სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ;
  • შეძლონ საგადასახადო სისტემისა და დაბეგვრის პრინციპების სწორად გამოყენება;
  • გაიღრმავონ საქართველოში მოქმედი გადასახადების შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნა;
  • გაეცნონ გადასახადებთან დაკავშირებულ ძირითად კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

ტრენერი:

ქეთევან მესხი - შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი

ტრენინგის ჩატარების დრო და ადგილი:

 7-8 ოქტომბერი, 10:00სთ-დან 15:00სთ-მდე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში, (მის: ა. ბელიაშვილის 106, მიონის ბიზნეს ცენტრი სართ. 3)

ტრენინგის ღირებულება:

 ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის 300 ლარი (დღგ-ს გარეშე) ასოციაციის არაწევრი კომპანიებისთვის 350 ლარი (დღგ-ს გარეშე) ტრენიგნზე რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeY7Q13HDJUQLpAPzYY45u0Zgk8_SnJ8y5Gx11Xtdf6-2t1mw/viewform?urp=gmail_link         ტრენინგზის დღის წესრიგი: [pdf-embedder url="https://employer.ge/wp-content/uploads/2022/09/Agenda-7-8.10.2022-1.pdf" title="Agenda - 7-8.10.2022 (1)"]    

მსგავსი ღონისძიებები

2021-10-21

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

დასრულებული

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხრიდან დაგეგმილია პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში რომლის მიზანია მსენელებმა: შეისწავლ...

2022-02-08

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

დასრულებული

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით განხორციელდა კვლევა თემაზე: „ხილ-ბოსტნეულის გა...

2022-02-28

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

დასრულებული

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

კურსის მიზანია: აკრედიტებული პროგრამით (ბრძანება №01-81/ნ) გათვალისწონებული ყველა მოდული შესწავლის გზით, მოამზადოს არსებული შრომის უსაფრთხოების სპეცი...