2023-10-25
კურსის მიზანია არასამედიცინო პერსონალისათვის ექიმამდელი პირველი გადაუდებელი დახმარების სწრაფად და სწორად გაწევის სწავლება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, პირველადი დახმარების ძირითადი ელემენტებისა და ქმედებების შესწავლა.
კურსი ასევე მიზნად ისახავს დააკმაყოფილოს შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის მოთხოვნა დამსაქმებლის მიმართ:
მუხლი 8.
1. დამსაქმებელი ვალდებულია:
ა) საწარმოს სიდიდის, საქმიანობის სფეროსა და სხვა პირობების გათვალისწინებით მიიღოს პირველადი სამედიცინო დახმარების, სახანძრო უსაფრთხოებისა და ევაკუაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ზომები;
კურსი შექმნილია არასამედიცინო პერსონალისათვის დაზარალებულთა პირველადი გადაუდებელი დახმარების შესასწავლად. მსმენელები გაეცნობიან პირველადი გადაუდებელი დახმარების რაობასა და მიზნებს. შეისწავლიან პირველი დახმარების გაწევას ტრავმის, სისხლდენის, ინტოქსიკაციის, გულისწასვლის, მოხრჩობის დროს. ასევე გულ-ფილტვის რეანიმაციას მოზრდილებში და ბავშვებში.
კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. პრაქტიკული სწავლებისას გამოყენებულია სპეციალური სიმულატორები.
მაია გოგაშვილი - MD, PhD. საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი. სამედიცინო პრაქტიკული მუშაობისა და სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება. გავლილი აქვს PALS ტრეინინგი.
სწავლების პროცესში გამოყენებულია სალექციო, პრაქტიკული, დემონსტრირების, ვიდეო-აუდიო სასწავლო მასალის, ინტერაქტიული, იმიტირებული შესრულების მეთოდები.
დასწრება, წერითი გამოკითხვა (ტესტირება), პრატიკული ჩვევების შეფასება
კურსი მოიცავს 5 საკონტაქტო საათს.
დაძლევის შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი.
კორპორატიული დაკვეთის შემთხვევაში ღირებულება 1500 ლარი დღგ-ს გარეშე (მაქსიმუმ 25 მონაწილე).
ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 1 ნოემბერი 18:00 სთ.
დასრულებული
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხრიდან დაგეგმილია პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში რომლის მიზანია მსენელებმა: შეისწავლ...
დასრულებული
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით განხორციელდა კვლევა თემაზე: „ხილ-ბოსტნეულის გა...
დასრულებული
კურსის მიზანია: აკრედიტებული პროგრამით (ბრძანება №01-81/ნ) გათვალისწონებული ყველა მოდული შესწავლის გზით, მოამზადოს არსებული შრომის უსაფრთხოების სპეცი...