2017-02-23
23 თებერვალს აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „პიარის სტრატეგიები პროფესიულ განათლებასთან მიმართებაში“, რომელსაც უძღვებოდა გერმანიიდან მოწვეული ტრენერი, ნორდმეტალის ციფრული მედიის მენეჯერი დანიელ იაკუბოვსკი.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა კომპანიების მარკეტინგის, ადამიანური რესუსების და PR მენეჯერებისთვის ორგანიზაციის შიდა პიარის სტრატეგიების გაცნობა თანამშრომლებში მოტივაციის გაზრდისა და მიმზიდველი სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით.
ტრენინგის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ჯგუფურ მუშაობას და კომპეტენტური კადრების მოძიების სირთულეების და მათი გადაჭრის გზების შესახებ დისკუსიას.
ტრენინგს ესწრებოდნენ წარმომადგენლები შემდეგი კომპანიებიდან: გუდვილი, მარშე, დიო, სასტუმროების ქსელი „ამბასადორი“, ვეზირი, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება და ასევე, პროფკავშირები.
ტრენინგის დასასრულს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა მიშა კორძახიამ მონაწილეებს გააცნო პროექტის შემდგომი აქტივობების შესახებ ინფორმაცია და შესთავაზა მათი კომპანიების ჩართულობის გაზრდა პროექტის მიმდინარეობის პროცესში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEA) პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს არაერთ პროექტს პროფესიული განათლების წახალისების და პოპულარიზების შესახებ, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს შრომის ბაზრის გაჯანსაღებას.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...