2018-11-06
განსახილველ საკითხებს შორის იყო ისეთი პრიორიტეტული თემები, როგორიცაა პროფესიული განათლების როლი დასაქმების ხელშეწყობაში, პროფესიული განათლების პოლიტიკა, კერძო სექტორის, დამსაქმებლების მონაწილეობის გაზრდა პროფესიული განათლებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და სხვა.
კონფერენციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა პროფესიული განათლების სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით სოციალურ პარტნიორთა შორის ( საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია , საქართველოს პროფკავშრები , მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაცია , საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში ) მემორანდუმის ხელმოწერა, რომლის მიზანია SME სექტორისთვის განათლებისა და დასაქმების სფეროში მხარეების ერთიანი და კონკრეტული სერვისების კოორდინირებული მიწოდების შესახებ ურთიერთთანამშრომლობა.
ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის პარტნიორები - სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, გერმანია; რეგიონალური და საერთაშორისო პარტნიორები - ყაზახეთი, ლატვია, უკრაინა; გერმანიის საელჩო, გერმანულ-ქართული საგანმანათლებლო საზოგადოება, ასევე, საქართველოს პროფკავშირები, პროფესიული სასწავლებლები, სექტორული ასოციაციები და სავაჭრო პალატები.
კონფერენცია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ, განათლებისა და მეცინიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნეს.
შეგახსენებთ, რომ პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტი გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით 2016 წლიდან მიმდინარეობს და მისი განმახორციელებელი საქართველოში დამსაქმებელთა ასოციაციაა (https://www.vetpartnership.com/).
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...