employer.ge logo

ტრენინგი შრომის უსაფრთხოების საკითხებში

date2019-02-01

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ორდღიანი ტრენინგი გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი 40-მდე შრომის უსაფრთხოების მენეჯერი ესწრებოდა.

ტრენინგს, რომელსაც შრომის უსაფრთხოების ექსპერტი დავით ჩიჯავაძე უძღვებოდა, მიზნად ისახავდა კომპანიების წარმომადგენლებისთვის იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრას, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, საწარმოში/ორგანიზაციაში სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების გამოვლენის, რისკების განსაზღვრის/შეფასების, მათი შემცირების ან აღმოფხვრის მეთოდებისა და სისტემური მიდგომების შესწავლას.

პროგრამის დასრულებისას, ტესტირების გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, საერთაშორისო სატრენინგო ცენტრისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ერთობლივი სერტიფიკატები.

როგორც უკვე ცნობილია 2018 წლის წლის 1 აგვისტოდან ამოქმედთა კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება კომპანიებში არსებული შრომის პირობების სავალდებულო ინსპექტირება, რომელიც მიზნად ისახავს შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების არსებული პირობების შემოწმებასა და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შესაბამისი რეაგირების მოხდენას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაცია და როგორც ერთადერთი პარტნიორი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO) თავის წევრ და პარტნიორ კომპანიებს,სისტემატიურად სთავაზობს შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ტრენინგებს, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, რათა დამსაქმებელები მომზადებულნი შეხვდნენ შრომის უსაფრთხოების ახალ მოთხოვნებს.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...