2019-05-12
ტრენინგის გახსნას ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე, პროექტის გერმანელი ექსპერტი მარიო რადამსკი, პროექტის ეროვნული კოორდინატორი ელენე მახარაშვილი და ადგილოვრივი საწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრენინგი მიზნად ისახავს ე.წ. „მულტიპლიკატორების/ინსტრუქტორების“ მომზადებას კოლეჯებისა და საწარმოთა დონეებზე, რომლებიც შემდგომში გაუძღვებიან თავიანთ ინსტიტუტციებში დუალურ სწავლებას გერმანული გამოცდილებისა და ნოუ-ჰაუს, ასევე პრაქტიკული მიდგომების კუთხით, კერძოდ, საწარმოო სწავლების პროცესის მართვა, კადრების მოზიდვა და შენარჩუნება, ინსტრუქტორის როლი, შეფასები სქემები, ოთხსაფეხურინი მეთოდოლოგია და ა.შ.
ტრენინგის მონაწილეების, რომლებიც ინსტრუქტორებად გადამზადდებიან, შერჩევა ადგილობრივი პრიორიტეტების გათვალისწინებით მოხდა და მათ შორის მოხვდნენ ისეთი სასწავლებლები, როგორებიცაა საზოგადეობრივი კოლეჯები - თეთნულდი, ფაზისი, სპექტრი, პრესტიჟი და ახალი ტალღა. სწავლების დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ სერთფიკატები და „ინსტრუქტორის სახელმძღვანელო“.
როგორც უკვე აღინიშნა, ტრენინგი ემსახურება დუალური სწავლების წახალისებას. კერძოდ, საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და ბიზნესის მჭდრო თანამშრომლობის ხელშეჭყობას, საწარმოთა ჩართულობის გაძლიერებას საგანმანათლებლო აქტივობებში, ახალგაზრდათა და ზრდასრულთა მომზადება-გადამზადებას, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდას, დასაქმების ხელშწყობას და რეგიონალურ გაძლიერებას.
შეგახსენებთ, რომ ტრენინგი „პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაა, ხოლო ფინანსურ მხარდაჭერას გერმანიის ფედერალური სამინისტრო BMZ უზრუნველყოფს.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...