2019-09-20
თბილისმა საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმს უმასპინძლა. ღონისძიება EU4Business-EBRD-ისა და უკრაინის ექსპორტის ხელშეწყობის ოფისის ინიციატივითა და უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარების სამინისტროს, საქართველოში უკრაინის საელჩოსა და „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ მხარდაჭერით გაიმართა.
ბიზნესფორუმს ესწრებოდნენ 23 საკვები პროდუქტების (ხორცის, რძის, საკონდიტრო ნაწარმის, ყავის და ჩაის) მწარმოებელი უკრაინული კომპანია და აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული ქართველი მეწარმეები.
“აღნიშნული მრავალწლიანი ბიზნეს ურთიერთობების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის აუთვისებელი დიდი ეკონომიკური პოტენციალი არსებობს. გვაქვს მოლოდინი, რომ სწორედ დღეს გაჟღერებული ინფორმაცია ბიზნეს-საინვესტიციო გარემოს, ტურისტული პოტენციალის, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების და რეფორმების შესახებ მეწარმეებისთვის იქნება გზამკვლევი შემდგომი კონკრეტული სამეწარმეო პროექტების დასაგეგმად. გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ შევძლებთ, ეს ფორუმი გამოვიყენოთ, როგორც სერიოზული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის კომერციული საქმიანობის კიდევ უფრო წასახალისებლად და გასაძლიერებლად. „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ სახელით მოგახსენებთ, რომ მზად ვართ ნებისმიერ დროს ვუმასპინძლოთ და მხარი დავუჭიროთ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს,” - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.
ბიზნეს ფორუმის ძირითადი ნაწილი B2B შეხვედრებს დაეთმო, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს საშუალება ჰქონდათ უკეთ გაეცნოთ კონკრეტული ბიზნეს ოპერატორები და დაესახათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ბიზნესფორუმი სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...