employer.ge logo

ელგუჯა მელამ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

date2019-11-28

დასრულებული


28 ნოემბერს, კიევში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა რეგიონალური კონფერენცია თემაზე „ახალგაზრდების გადასვლა სამუშაო ადგილზე“, რომელსაც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე ესწრებოდა.

ევროკავშირის აღმოსავლეთის მეზობელი ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა)  წარმომადგენლებს შორის დისკუსია გაიმართა დასაქმების პოლიტიკისა და ინსტიტუტების როლზე, ახალგაზრდების დასაქმების მხარდაჭერის საკითხებზე.

კონფერენციის პროგრამაში ხაზგასმული იყო ევროკავშირის მხარდაჭერა და ინიციატივა, ახალგაზრდების უმუშევრობის მოგვარებასთან და იქაური პრაქტიკის აღმოსავლეთის ქვეყნებში დანერგვასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა დასაქმების ხელშეწყობის სამ განზომილებაზე: დასაქმების საჯარო სერვისების როლი, ფართო და ინოვაციური პარტნიორობა და ურთიერთობა ე.წ NEET ახალგაზრდებთან (ახალგაზრდები, რომლებსაც არ აქვთ სამსახური, განათლება და/ან პროფესია). ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ (სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია) წარმოადგინეს საკუთარი ინიციატივები ახალგაზრდების სამუშაოზე წვდომის მხარდასაჭერად.

„ახალგაზრდების დასაქმება კრიტიკულ გამოწვევას წარმოადგენს როგორც ჩვენი, ისე მეზობელი ქვეყნებისთვის და ამასთან, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის პრიორიტეტია. ჩვენ, როგორც ბიზნეს გაერთიანება, წარმოდგენილი ვიყავით კონფერენციაზე, რათა დამსაქმებლების მოთხოვნები და საჭიროებები წარმოგვედგინა. ამასთან, პროფესიული განათლება დამსაქმებელთა ასოციაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება გაგვეზიარებინა, ასევე წარმოგვედგინა ჩვენი პრაქტიკა და მიღწევები საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.

კონფერენციას დასაქმების პოლიტიკაზე, სოციალურ სერვისებზე და პროფესიული განათლების სფეროში მოღვაწე 80-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ელგუჯა მელაძე უკრაინაში საქართველოს ელჩს ბატონ თეიმურაზ შარაშენიძეს შეხვდა და საქმიანი მოლაპარაკება გამართა სამომავლოდ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...