2020-05-08
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გამართული დისტანციური შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე გაუძღვება.
დამსაქმებელთა ასოციაციაში კერძო სექტორთან მუდმივი კომუნიკაციის შედეგად დაგროვილი აქტუალური პრობლემების, გართულებული ბიუროკრატიული პროცედურებისა და ბუნდოვანი საკითხების საპასუხოდ შეხვედრის მთავარი თემა იქნება საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის გახსნის პროცესისა და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების/მეწარმე სუბიექტებისთვის საქმიანობის აღდგენასთან დაკავშირებულ პროცედურების შესახებ კერძო სექტორის ინფორმირება.
კერძოდ, საუბარი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:
• ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების რეგისტრაცია;
• საქმიანობის აღდგენის ნებართვის გაცემის პროცედურები და ვადები;
• საქმიანობის ნებართვის აღდგენის მოსაპოვებლად გასათვალისწინებელი აუცილებელი მოთხოვნები;
• მეწარმე სუბიექტებისთვის საქმიანობის აღდგენასთან დაკავშირებული ნებართვის მინიჭების შემდგომი მონიტორინგი;
• საჯარიმო სანქციები და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.
შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე მონაწილეებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრა გაიმართება 8 მაისს 16:00 საათზე, ZOOM-ის ონალაინ პლატფორმის საშუალებით. შეხვედრაზე დასარეგისტრირებელი ფორმა: https://bit.ly/3fpv7Ba.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო ვითარების პერიოდში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ შეიმუშავა „ბიზნესთან დისტანციური შეხვედრების“ პროექტი, რომლის საშუალებითაც კერძო სექტორის წარმოადგენლებს საშუალება აქვთ აქტუალური საკითხების შესახებ კომპეტენტური პირებისგან მიიღონ პასუხები და რეკომენდაციები.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...