2022-06-30
გაეროს ბავშვთა ფონდის და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობით შეიქმნა ბიზნესის მრჩეველთა საბჭო ბავშვებისთვის - ინოვაციური პლატფორმა, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ბავშვის უფლებების პატივისცემა და ხელი შეუწყოს ბავშვის უფლებების განხორციელებას სამუშაო სივრცის, შრომის ბაზრის და საზოგადოების კონტექსტში.
შეხვედრაში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე იღებდა მონაწილეობას.
ბიზნესის მრჩეველთა საბჭო ბავშვებისთვის არის საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შექმნილი ადამიანთა დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ბიზნესის სხვადასხვა სექტორის, ბიზნეს-ჯგუფებისა და პლატფორმების წარმომადგენელებს, საჯარო სექტორს, სამეცნიერო საზოგადოებას და მედიას.
ბიზნესის მრჩეველთა საბჭო ბავშვებისთვის:
წარმოადგენს ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის პლატფორმას, რომლის ფოკუსია ბიზნესის დღის წესრიგში ბავშვთა უფლებების წილის გაზრდა და ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა;
შეაგროვებს სხვადასხვა სფეროში (ბიზნესი, აკადემია, სახელმწიფო, ბავშვები) ცოდნასა და გამოცდილებას, რათა ხელი შეუწყოს ბავშვებზე ბიზნესის გავლენის უკეთ გაგებას, რაც კომპანიებს სტიმულს მისცემს, თავიანთი საქმიანობით ხელი შეუწყონ ბავშვის უფლებათა დაცვას.
ბიზნესი პირდაპირ და ირიბ გავლენას ახდენს ბავშვების ცხოვრებაზე, რომლებიც მასთან შეხებაში არიან როგორც მომხმარებლები, დასაქმებულთა ოჯახის წევრები, ახალგაზრდა თანამშრომლები, მომავალი თანამშრომლები და ლიდერები. ბავშვები ასევე წარმოადგენენ იმ საზოგადოებისა და გარემოს ნაწილს, რომელშიც ბიზნესი ფუნქციონირებს. ბიზნესი ბავშვების ცხოვრებაში მრავალფეროვან კვალს ტოვებს პროდუქტებისა და მომსახურებების, მომარაგების ჯაჭვის, წარმოების, მარკეტინგის, დისტრიბუციის, გარემოსდაცვითი თუ სოციალური შედეგებისა და თემში ინვესტირების მეშვეობით.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...