employer.ge logo

მეწარმეთა შესახებ კანონში შესული ცვლილებები

date2023-08-30

მიმდინარე


2022 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის თანახმადაც მეწარმე სუბიექტებს განესაზღვრათ ახალი მოთხოვნები, რომელიც მოიცავს ორგანიზაციის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებას 2024 წლის 1 იანვრამდე.

 

კანონი ავალდებულებს როგორც სამეწარმეო, ასევე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს განაახლონ საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემები 2024 წლის 1 იანვრამდე. სარეგისტრაციო მონაცემების განუახლებლობის შემთხვევაში და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დამატებით მიცემული 3 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, იურიდიული პირის, მათ შორის არასამეწარმეო იურიდიული პირის, რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება.

 

აქედან გამომდინარე ასოციაციის მიერ დაგეგმილია პრაქტიკული სასწავლო კურსი რომელიც მოიცავს:

  • ორგანიზაციის რეგისტრაციის საფუძვლების გაცნობა;
  • მეწარმე სუბიექტების სარეგისტრაციო თავისებურებების შესწავლა;
  • ხელახალი რეგისტრაციის პროცედურა და სამართლებრივი შედეგები;
  • ორგანიზაციების სამეწარმეო საქმიანობის სწორად წარმართვის სისტემატიზაცია;
  • რთული და საინტერესო სარეგისტრაციო შემთხვევების განხილვა;
  • კითხვა-პასუხი.

 

ყურადღება!!

ორგანიზაციებმა მოიწერეთ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა საკვანძო და მნიშვნელოვანი საკითხი რასთან დაკავშირებითაც გსურთ განმარტებების მოსმენა.

 

მომხსენებლები:

 

ნინო ენდელაძე - ააიპ ,,ინვიტრო დიაგნოსტიკის პროდუქციის იმპორტიორთა ასოციაციის'' აღმასრულებელი დირექტორი. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი.

 

ეთერ თოფჩივილი და მარიამ დიდებაშვილი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის წარმომადგენლები.

 

 

 

ტრენინგის ხანგრძლივობა 6 საათი

6-7 სექტემბერი, 18:00-21:00 სთ.

 

ტრენინგის ღირებულება:

  • საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის 250 ლარი დღგ-ს გარეშე
  • არაწევრი კომპანიებისთვის 350 ლარი დღგ-ს გარეშე.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა 5 სექტემბერი, 18:00 სთ.

 

რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSceQ2AcBB-9T1I1Yetlqb0arOK130y5BKYRxKA04EoMCchTsA/viewform?usp=sharing

 

მისამართი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. #106, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი, მე-3 სართული.

 

ტრენინგის დასასრულს გაიცემა GEA-ს სერტიფიატი!

 

 

საკონტაქტო პირი:

ცირა იობაშვილი

598 544 415

office@employer.ge

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი ღონისძიებები

2021-07-15

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

მიმდინარე

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

კურსის მოკლე აღწერა: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს სთავაზობს პრაქტიკულ კურსს სამშენებლო სამართალში, რომლი...

2021-10-21

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

დასრულებული

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხრიდან დაგეგმილია პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში რომლის მიზანია მსენელებმა: შეისწავლ...

2022-02-08

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

დასრულებული

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით განხორციელდა კვლევა თემაზე: „ხილ-ბოსტნეულის გა...