employer.ge logo

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

date2021-10-21

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხრიდან დაგეგმილია პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში რომლის მიზანია მსენელებმა:
  • შეისწავლონ და გაიზიარონ ქართული სამშენებლო სამართლის სტრუქტურა, პრინციპები, საკვანძო ასპექტები რათა  შეძლონ სამართლებრივად სწორად შეფასონ პრაქტიკული საკითხები;
  • გაზარდონ იურიდიული მომსახურების ხარისხი სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებთან თუ სხვა კერძო პირებთან ურთიერთობისას;
  • გაიუმჯობესონ საჯარო დაწესებულებებთან შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის უნარი;
  • შეძლონ სამშენებლო საქმიანობით დაინტერესებული პირებისათვის კვალიფიციური იურიდიული მომსახურების გაწევას;
  • გაიუმჯობესონ სამშენებლო ურთიერთობებში მონაწილე სუბიექტებთან მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • შეძლონ შეადგინონ კლიენტის ინტერესებზე მორგებული ნებისმიერი სახის ხელშეკრულება.
  • შეძლონ უკეთ წარმოადგინონ კლიენტის ინტერესები სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე.
კურსი დაფუძნებულია იმ პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რასაც საქართველოში არსებული სამშენებლო კომპანიები აწყდებიან სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებთან, სასამართლო ხელისუფლებასთან, კონტრაქტორებთან და დამკვეთებთან ურთიერთობებში.
 
კურსს წარუძღვებიან მრავალწლიანი სამუშაო და აკადემიური გამოცდილების მქონე დარგის წამყვანი ტრენერები, ასევე კურსის ფარგლებში  მოწველი იქნებიან, პრაქტიკოსი არქიტექტორი, ადგილობრივი მუნიციპალტეტისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
კურსის ხანგრძლივობა: 30 საათი - 6 კვირა - კვირაში 1 დღე, ყოველი კვირის ხუთშაბათი, 15:00 სთ-დან 20:00სთ-მდე.
ტრენერები :
ნიკოლოზ აბუთიძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კონსულტანტი, იურიდიული კომპანია JG Counselors-ის აღმასრულებელი დირექტორი, 8 წლიანი პრაქტიკული და 4 წლიანი აკადემიური სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სამართლის მიმართულებით.
ალექსანდრე ქამუშაძე
იურიდიული კომპანია “GLCC”-ის დირექტორი - 16 წლიანი პრაქტიკული და 4 წლიანი აკადემიური სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სამართლის მიმართულებით
ფასები და პირობები: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის - 650 ლ (დღგ-ს გარეშე); არაწევრი კომპანიებისთვის - 950 ლ (დღგ-ს გარეშე)
დანართის სახით, გთხოვთ იხილოთ დეტალური ინფორმაცია ტრენინგის შესახებ  და დაინტერესების შემთხვევაში გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე რეგისტრაციის ფორმა .
გისურვებთ წარმატებებს

მსგავსი ღონისძიებები

2022-02-08

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

დასრულებული

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით განხორციელდა კვლევა თემაზე: „ხილ-ბოსტნეულის გა...

2022-02-28

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

დასრულებული

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

კურსის მიზანია: აკრედიტებული პროგრამით (ბრძანება №01-81/ნ) გათვალისწონებული ყველა მოდული შესწავლის გზით, მოამზადოს არსებული შრომის უსაფრთხოების სპეცი...

2022-03-25

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი

დასრულებული

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი

კურსის მიზანია: აკრედიტებული პროგრამით (ბრძანება №01-81/ნ) გათვალისწონებული ყველა მოდული შესწავლის გზით, მოამზადოს არსებული შრომის უსაფრთხოების სპეცი...