employer.ge logo

შრომის უსაფრთხოება HR პროფესიონალებისთვის

date2023-06-08

დასრულებული


ტრენინგის შესახებ:

სამუშაო ადგილზე თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დანერგვისა და მართვის პროცესში უმნიშვნელოვანეს რგოლს HR პროფესიონალები წარმოადგენენ. კომპანიებში მათი პასუხიმგებლობის ქვეშ ექცევა შრომის უსაფრთხოების კულტურის დანერგვა კომპანიებში, თანამშრომელთა მოტივაციის სისტემების შექმნა და ინსპექტირების პროცესში ჩართულობა.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ შეიმუშავა სატრენინგო მოდული, რომელიც მიზნად ისახავს HR პროფესიონალების მომზადებას შრომის უსაფრთხოების არსებითი საკითხების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. მოდული მორგებულია ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერების საჭიროებებს და ითვალისწინებს მათ ფუნქცია-მოვალეობებს.

ტრენინგის შინაარსი:

  • ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ - მომოხილვა
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის საფუძვლები - მოკლე მიმოხილვა
  • სამუშაო სივრცეში რისკების შეფასების წესი
  • სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგება
  • ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის მეთოდების შესახებ
  • პროფესიული დაავადებები
  • ქიმიური ნივთიერებების მართვა
  • შრომის უსაფრთხოების მართვის ძირითადი დოკუმენტაცია
  • დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმება
  • ერგონომიკა
  • ზოგადი ინსტრუქტაჟი - სტრუქტურა.

ტრენერი:

ზურა ჩხეიძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის შრომის უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ITCILO) მიერ სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების ტრენერთა ტრენერი.

ტრენინგის ხანგრძლივობა 6 საათი.

ტრენინგის დრო და ადგილი:

14 ივნისი, 2023

10:00-16:00 სთ

მისამართი, თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. #106, მე-3 სართული, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი

ტრენინგის ღირებულება:

  • საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის 200 ლარი დღგ-ს გარეშე
  • სხვა კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის 300 ლარი დღგ-ს გარეშე.

ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 12 ივნისი 18:00 სთ.

სარეგიტრაციო ლინკი: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeOLSgGGsGP7qLoE2W-nxedU6r2tGYF4xFlWupf_F_jS91_XA/viewform

ჩამოტვირთე ტრენინგის ბროშურა ჩამოტვირთე დღის წესრიგი  

საკონტაქტო პირი:

ცირა იობაშვილი

მობ.: 598 544 415

ელ-ფოსტა: office@employer.ge

ვებ-გვერდი: www.employer.ge

   

მსგავსი ღონისძიებები

2021-10-21

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

დასრულებული

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხრიდან დაგეგმილია პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში რომლის მიზანია მსენელებმა: შეისწავლ...

2022-02-08

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

დასრულებული

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით განხორციელდა კვლევა თემაზე: „ხილ-ბოსტნეულის გა...

2022-02-28

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

დასრულებული

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

კურსის მიზანია: აკრედიტებული პროგრამით (ბრძანება №01-81/ნ) გათვალისწონებული ყველა მოდული შესწავლის გზით, მოამზადოს არსებული შრომის უსაფრთხოების სპეცი...