2017-02-24
აღნიშნული პროექტი, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის მთავრობის მიერ, საქართველოში უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და მასში ჩართული არიან ბიზნეს სექტორი, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები და პროფესიული სასწავლებლები. ხოლო აღნიშნული მხარეების კოორდინირებას უზრუნველყოფს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.
ვორქშოპს ესწრებოდნენ წამორმადგნლები შემდეგი კომპანიებიდან - მინა, გუდვილი, მარშე, დიო და პროფესიული სასწავლებლებიდან - იკარუსი, პანაცეა, გეორგია და აგარის სკოლა-კოლეჯი. აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოთ ნახსენები კომპანია და სასწავლებელი ჩართულია დუალური სწავლების პროცესში. ამდენად, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია პროექტის ეფექტურობის გასაზომად.
სამუშაო შეხვედრაზე ჩამოთვლილი კომპანიების HR მენეჯერებმა, პროფესიული სასწავლებლების და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წარმომადგენლებმა გერმანელ ექსპერტებთან ერთად მიმოიხილეს ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც არსებობს დუალური განათლების დანერგვის პროცესში როგორც სასსწავლებლების, ისე ბიზნეს სექტორის კონტექსტში. მთავარ გამოწვევებად და პრობლემურ ასპექტებად გამოვლინდა შემდეგი საკითხები:
• საწარმოებში არ არიან სპეციალისტები, რომლებიც ფლობენ სწავლების მეთოდებს, პედაგოგიკას და დიდაქტიკას;
• უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სტუდენტის სამუშაო ადგილზე სწავლებაზე, არ აქვთ სწავლების გამოცდილება;
• სუსტია კომუნიკაცია და კოორდინირებული მუშაობა ბიზნეს სექტორსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის;
• სასწავლებლების ბაზაზე არასაკმარისია პრაქტიკული მეცადინეობები;
• სუსტია პროფესიული განათლების მიწოდების მარკეტინგი საქართველოში.
გარდა აღნიშნული საკითხების განხილვისა, გერმანელმა ექსპერტებმა მონაწილეებს ჩაუტარეს სემინარები შემდეგ თემებზე:
• „პირველადი სამედიცინო დახმარება და შრომის უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე“
• „ეფექტური მარკეტინგი პროფესიულ განათლებასა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“
შეხვედრის დასასრულს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა მიშა კორძახიამ მონაწილეებს გააცნო პროექტის მიმდინარეობის შემდგომი ნაბიჯები და მოუწოდა მასში აქტიურად ჩართვისკენ, რათა მაქსიმალური შედეგის მომტანი იყოს ეს პროექტი საქართველოს შრომის ბაზრის გაჯანსაღებისთვის.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...