2019-09-12
12-13 სექტემბერს რომში დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOE) წევრების ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები იღებდნენ. საქართველოდან შეხვედრას ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე ესწრებოდა.
შეხვედრაზე განიხილებოდა შემდეგი ძირითადი საკითხები:
„გარდა გლობალური მნიშვნელობის მქონე თემებისა, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრის ის ნაწილი, რომელის ფარგლებშიც ILO-სა და IOE-ს მიერ საქართველოში მიმდინარე პროექტები და 2020 წლის გეგმები და აქტივობები განვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ ILO და IOE საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხარდაჭერით მრავალი წელია ახორციელებენ არაერთ პროექტს, რომელიც ბიზნეს სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ბევრი ბენეფიტის მომტანია მათი საქმიანობა ასოციაციის წევრი კომპანიისთვის,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.
საქართველოს დამსაქმებელა ასოციაცია, როგორც IOE-ს წევრი ორგანიზაცია საქართვველოდან ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას მსგავს მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრებში.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...